{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

თბილისში პარკი რეაბილიტირდა

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ე.წ. ციციშვილის პარკი რეაბილიტირდა

რეაბილიტირდა  ე.წ. ციციშვილის პარკი. თბილისის მერიამ ვაჟა-ფშაველას გამზირზე, პირველ კვარტალში, პარკის რეაბილიტაცია დაასრულა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გასულ წელს პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა, ხოლო მიმდინარე წელს 24 600 კვ.მ ფართობის პარკი სრულად რეაბილიტირდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო სამი საბავშვო მოედანი, ორი სავარჯიშო სივრცე, სრულად განახლდა საფეხბურთო მოედანი, შეიცვალა კალათბურთის მოედნის ინფრასტრუქტურა, მოეწყო ექვსი დასასვენებელი პავილიონი, სოკოს ფორმის სასმელი წყლის ხუთი შადრევანი, განთავსდა სკამები და ურნები. ასევე, მოეწყო გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული პარკი 29 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნება.

„მსგავსი პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. დედაქალაქს რეკრეაციული სივრცეები ყველაზე მეტად სჭირდება. აღნიშნულ პარკს 29 სექტემბერს საზეიმოდ გავხსნით. საღამოს რვა საათზე, ე.წ. ციციშვილის პარკში „გუფი ლენდის“ კონცერტი გაიმართება. ვისაც სურვილი გაქვთ, ყველას გელოდებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისში პარკი რეაბილიტირდა [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 8]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%99%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%90%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%98/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network