თბილისში სპორტული ორიენტირების საერთაშორისო კვირეული მოეწყობა — შენი თბილისი

თბილისში სპორტული ორიენტირების საერთაშორისო კვირეული მოეწყობა

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

2024 წლის 5-10 ნოემბერს, თბილისი „სპორტული ორიენტირების საერთაშორისო კვირეულს“ მასპინძლობს. ღონისძიება 4-დღიან შეჯიბრებებს მოიცავს, რომლის ორგანიზატორები „სპორტი განვითარებისთვის – საქართველო“ და კლუბი „საქართველოს ორიენტირება“ არიან. კვირეულის მიზანია საერთაშორისო სპორტული გამოცდილების გაზიარება და სპორტის პოპულარიზაცია.

კვირეულის ფარგლებში, საქართველოში ჩამოიყვანენ დაახლოებით 400 მონაწილეს, რომლებიც არიან, როგორც დამწყები, ისე პროფესიონალი სპორტსმენები. დარეგისტრირებულ ქვეყნებში შედიან საქართველო, ავსტრია, აზერბაიჯანი, კვიპროსი, ესტონეთი, ფინეთი, ყაზახეთი, ლიეტუვა, ნორვეგია, რუმინეთი, რუსეთი, სლოვენია, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, უზბეკეთი, ბელარუსი და უკრაინა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რაც საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციასა და მონაწილეობის საფასურის გადახდას. მონაწილეები საკონტროლო სადგურებზე მისასვლელად რუკას და ელექტრონულ ჩიპებს გამოიყენებენ. გამარჯვება გადაეცემა იმ სპორტსმენს, ვინც ყველაზე სწრაფად მიიტანს ჩიპს ფინიშზე.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

სპორტული ორიენტირების საერთაშორისო კვირეულის განრიგი

5 ნოემბერი, 12:00-დან – 16:00 საათამდე. რეგისტრირებულ მონაწილეთათვის სასტარტო პაკეტის დარიგება (სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ ავლაბარი“), ბრიფინგი. 12:00-დან 17:30 საათამდე ღია ვარჯიში და დამწყებთა ტრენინგი ვაკის პარკში;
6 ნოემბერი – რიყის პარკი და ძველი თბილისი მიმდებარე ტერიტორია (სპრინტ ორიენტირება). 08:30-დან 09:30 საათამდე ადილზე მონაწილეთა რეგისტრაცია; 10:00 საათი – სტარტი.
7 ნოემბერი – მზიურის პარკი და ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარე ტერიტორია (სპრინტ ორიენტირება). 08:30-დან 09:30 საათამდე ადილზე მონაწილეთა რეგისტრაცია; 10:00 საათი – სტარტი.
8 ნოემბერი – დასვენების დღე, ექსკურსიები ქალაქში;
9 ნოემბერი – დენდროლოგიური პარკი (საშუალო მანძილზე ორიენტირება). 09:30-დან 10:30 საათამდე ადილზე მონაწილეთა რეგისტრაცია; 11:00 საათი – სტარტი.
10 ნოემბერი – ჯიქიას ტყე და აგარაკის ტერიტორია (საშუალო მანძილზე ორიენტირება), გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. 09:30-დან 10:30 საათამდე ადილზე მონაწილეთა რეგისტრაცია; 11:00 საათი – სტარტი.

ორიენტირება უნიკალური სპორტის სახეობაა, რომელიც არა მხოლოდ ფიზიკურ უნარებზე, არამედ ნავიგაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარებზეა ორიენტირებული. ეს სპორტი ხელს უწყობს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებას და ახალი სოციალური ურთიერთობების დამყარებას.

სპორტული ორიენტირების ღონისძიებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ტურიზმის განვითარებაზე, რაც დამატებითი შემოსავლის და რეგიონის პოპულარიზაციის საშუალებას იძლევა.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

#drpkhakadze #davidiani

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი
სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). თბილისში სპორტული ორიენტირების საერთაშორისო კვირეული მოეწყობა. 8 მარტი, 2026. https://shenitbilisi.ge/თბილისში-სპორტული-ორიენტ/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისში სპორტული ორიენტირების საერთაშორისო კვირეული მოეწყობა [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2/
shenitbilisi.ge
📍 შენი თბილისი — თბილისისა და საქართველოს ადგილობრივი ინფორმაციული პლატფორმა. ეს მასალა მომზადდა ჩვენი მონაცემთა ბაზისა და ადგილობრივი წყაროების საფუძველზე.
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network