საილუსტრაციო ფოტო

თბილისის საკრებულოში დიაბეტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ლევან წიკლაური
ლევან წიკლაური
ჟურნალისტი — უსაფრთხოება და ქალაქის სამსახურები. აშუქებს პოლიციის, საგანგებო სიტუაციების და კომუნალურ თემებს თბილისში.

თბილისის საკრებულოში, საქართველოს დიაბეტისა და ენდოკრინოლოგიური ასოციაციების კავშირის ორგანიზებით და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, დიაბეტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ეს ღონისძიება, რომელიც საქართველოში 1992 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება, დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

ღონისძიებას უძღვებოდა საქართველოს დიაბეტისა და ენდოკრინოლოგიური ასოციაციების კავშირის თავმჯდომარე, პროფესორი რამაზ ყურაშვილი. მასთან ერთად, სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და პარლამენტის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პროფესორი ლადო კახაძე.

გიორგი ტყემალაძის გამოსვლაში ხაზგასმული იყო დიაბეტის მაღალი გავრცელება მსოფლიო მასშტაბით და ასეთი ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობა. მისი თქმით, მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებაში დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში.
„მოხარული ვარ,  საკრებულოში ვუმასპინძლოთ დიაბეტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია, ამიტომ წლების მანძილზე ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ჩვენს ქვეყანაში არსებული დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ პაციენტთათვის საჭირო სერვისების მიწოდებას, მაგრამ მედიცინა ვითარდება, სიახლეები ინერგება და სახელმწიფოს მხრიდან კვლავაც გაგრძელდება  აქტიური მუშაობა დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ხელმისაწვდომობის, გაუმჯობესებისა და გაფართოებისთვის“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველა ექიმს და სპეციალისტს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მონაწილეობდნენ დიაბეტის მართვის პროგრამების შექმნაში და მათი განხორციელებაში.

ღონისძიებაზე ასევე საუბრობდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დიაბეტის პრევენციის სფეროში გავრცელებულ მთავარ გზავნილებზე, რომლებიც ცხოვრების წესის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის ცვლილებას ეხება. გამოსვლაში აღნიშნული იყო, რომ დიაბეტის პრევენცია შესაძლებელია სწორი კვებით, აქტიური ცხოვრების წესით და რეგულარული ფიზიკური აქტივობით.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს წევრები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები, სამედიცინო სფეროს სპეციალისტები, დიაბეტის მქონე პირები და მათი ოჯახები.

 

#drpkhakadze #davidiani

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — უსაფრთხოება და ქალაქის სამსახურები. აშუქებს პოლიციის, საგანგებო სიტუაციების და კომუნალურ თემებს თბილისში.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *