საილუსტრაციო ფოტო

თბილისში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის 4 შემთხვევა დაფიქსირდა — თბილისი ენერჯი

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
ირინა დათაშვილი
მთავარი რედაქტორი — შენი თბილისი. ზედამხედველობს რედაქციულ სტანდარტებს, წყაროების გადამოწმებას და გუნდის მუშაობას.

გასულ კვირას, თბილისში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის 4 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა შედეგად 11 ადამიანი მოითხოვდა სამედიცინო დახმარებას. თბილისი ენერჯის „სწრაფი რეაგირების სამსახურის 114“-ის უფროსის, ირაკლი დეკანოიძის განცხადებით, ინციდენტები ძირითადად გაზგამაცხელებლებსა და გამათბობლებს უკავშირდებოდა. ყველა პაციენტი ცოცხალი გადარჩა, თუმცა ზოგიერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დეკანოიძე აღნიშნავს, რომ კომპანია აქტიურად ახდენს აბონენტების მონიტორინგს, რათა გაზით ინტოქსიკაციისა და აფეთქების რისკი მინიმუმამდე დაიყვანოს. ზამთრის სეზონთან ერთად გაზის მოხმარება იზრდება, რაც უკავშირდება ბუნებრივი აირის უსაფრთხოების მოთხოვნებს.

„ჩვენ, ჩვენი აბონენტების ყოველწლიურ მონიტორინგს მარტიდან – მარტამდე ვახდენთ და რეკომენდაციებს გავცემთ. აბონენტების დიდი ნაწილი ამ ეტაპზე შემოწმებულია, თუმცა წინ 1 თვეა და ჩვენ გეგმას მივყვებით. აღსანიშნავია, რომ სიტუაცია გაუმჯობესებულია. დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, რაც ამ თემების ხშირი გაშუქებითაა განპირობებული. მკვეთრად არის შემცირებული როგორც აღნიშნული დანადგარების მონტაჟის სიხშირე, ამასთან შემცირებულია ლეტალური და ინტოქსიკაციის შემთხვევები. თუმცა ეს არ გვაძლევს სიმშვიდის საშუალებას. გვაქვს ისევ დარღვევები და გვინდა, რომ ეს შემთხვევები მაქსიმალურად 0-ზე იყოს დაყვანილი. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ლეტალური შემთხვევები არის დაფიქსირებულია. აღნიშნული შემთხვევა გამოწვეული იყო ინტოქსიკაციით. დამონტაჟებული იყო ე.წ. მკვლელი, ღია წვის კამერიანი დანადგარით, რომელიც არასწორად იყო დამონტაჟებული სააბაზანოში,“ – განაცხადა დეკანოიძემ.

 

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

#drpkhakadze #davidiani #shenitbilisi

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — შენი თბილისი. ზედამხედველობს რედაქციულ სტანდარტებს, წყაროების გადამოწმებას და გუნდის მუშაობას.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *