თბილისში, განზრახ მკვლელობის ფაქტი აღიძრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის მამაკაცი, ლ.ჯ., თბილისში მდებარე მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდეს. როგორც გამოძიება აჩვენებს, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ბრალდებულმა, ლ.ტ., 2002 წელს დაბადებული ახალგაზრდა მამაკაცმა, ბლაგვი საგნის გამოყენებით მსხვერპლს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც იგი კორპუსის ზედა სართულიდან გადააგდო.
შემთხვევის შემდეგ, ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილი კაცის ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ცხელ კვალზე მოახდინეს ბრალდებულის დაკავება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ბრალდებულის დაკავება მკვლელობიდან ძალიან მალე მოხდა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები