შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ განთავსებული 30-მდე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა. ინსპექციის მიერ ჩატარებული ოპერაცია მიზნად ისახავდა სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ განთავსებული ნაგებობების აღმოფხვრას და ტერიტორიის გაწმენდას.

„აღნიშნულ ლოკაციაზე, რეკრეაციულ ზონაში, 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონოდ იყო განთავსებული 30-მდე დაუსრულებელი ხის, ასევე, სხვადასხვა მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა.

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფო მიწაზე განთავსებული უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა. დემონტაჟი ჩაუტარდა ათეულობით უკანონო შემოღობვასაც. ტერიტორია „თბილსერვის ჯგუფმა“ დაასუფთავა“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  თბილისის მერია ზღვისუბნის პარკში კაფეს განთავსების მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები