თბილისში 60+ ასაკის 3 500-მდე პირს საცურაო აუზებითა და ფიტნეს დარბაზებით სარგებლობა უფასოდ შეეძლება — თბილისის მერია — შ

თბილისში 60+ ასაკის 3 500-მდე პირს საცურაო აუზებითა და ფიტნეს დარბაზებით სარგებლობა უფასოდ შეეძლება — თბილისის მერია

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისის მერიის პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“, რომელიც 2022 წელს დაიწყო, გრძელდება. თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პროგრამას ორი სპორტული კომპლექსი დაემატა, რაც 60 წლისა და მეტ ასაკის პირებისთვის პროგრამის ბენეფიციარების რაოდენობას 1000-ით გაზრდის, ხოლო საერთო რაოდენობა 3500-მდე გაიზრდება.

თბილისის მერის ინფორმაციით, პროგრამა პერიოდულად ფართოვდება და მასში გაერთიანდებიან სხვადასხვა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„ეს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. საშუალებას ვაძლევთ 60 წლის და მეტი ასაკის მქონე მოქალაქეებს, გამოიყენონ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურა – საცურაო აუზები და ფიტნესს დარბაზები ყოველგვარი გადასახადების გარეშე. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ პროგრამაში 2 500-მდე მოქალაქეა ჩართული. ამასთან, პროგრამის აქტუალობიდან გამომდინარე, ასევე, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თბილისის მერიის ინიციატივით, პროგრამა პერიოდულად ფართოვდება და მასში სხვადასხვა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები, სპორტული ორგანიზაციები ერთვებიან. ამჯერად, აღნიშნულ პროგრამას შემოუერთდა შპს „ასპრია ჯგუფი“ ორი სპორტული ობიექტით და შპს „ფაუერ მაქსი“ – ერთი ობიექტით. ისინი, თბილისის მერიასთან პარტნიორობის ფარგლებში, შესაბამისი ასაკის მქონე მოქალაქეთა მომსახურებას უსასყიდლოდ უზრუნველყოფენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა ხორციელდება შემდეგ სპორტულ ცენტრებში: გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი, დიდი დიღმის მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი, ასათიანის ქუჩის ფილიალი და „არენა“.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). თბილისში 60+ ასაკის 3 500-მდე პირს საცურაო აუზებითა და ფიტნეს დარბაზებით სარგებლობა უფასოდ შეეძლება — თბილისის მერია. 10 ივნისი, 2026. https://shenitbilisi.ge/თბილისში-60-ასაკის-3-500-მდე-პირ/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისში 60+ ასაკის 3 500-მდე პირს საცურაო აუზებითა და ფიტნეს დარბაზებით სარგებლობა უფასოდ შეეძლება — თბილისის მერია [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-60-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%98%e1%83%a1-3-500-%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%94-%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network