ბრიტანული ავიაკომპანია easyJet-მა სპეციალურ სტატიაში "ათი მიზეზი, რატომ უნდა შეიყვარო თბილისი" წარმოადგინა. ეს საერთაშორისო აღიარებაა ჩვენი დედაქალაქის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობისა და ტურისტული პოტენციალისა.

„ათი მიზეზი, რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“ – ბრიტანულმა ავიაკომპანია easyJet-მა საქართველოს დედაქალაქზე სტატია გამოაქვეყნა

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

„ათი მიზეზი, რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“ – ამ სათაურით, ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი საქართველოს დედაქალაქზე სტატიას ავრცელებს თავის საბორტო ჟურნალ Traveller-ში, სადაც აღნიშნულია, რატომ მოხვდა თბილისი ავიაკომპანიის 2025 წლის მოსანახულებელ ქალაქთა სიაში.

„საქართველოს დედაქალაქი პოპულარობის ზენიტშია. თბილისი მომნუსხველი ქალაქია, სადაც ქვაფენილიანი ქუჩები და ქალაქის ისტორიული ცენტრი მის მრავალსაუკუნოვან ისტორიას უსვამს ხაზს. ქალაქი გარშემორტყმულია გორაკებით, რომელიც არაერთ თავგადასავალს გთავაზობთ. აი, მიზეზები, რის გამოც თბილისი 2025 წელს ჩვენს სიაში მოხვდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

თავისი არსებობის მანძილზე რამდენიმე დიდი სახელმწიფოს მიერ დაპყრობილი დედაქალაქის არქიტექტურა ეკლექტური და ჭრელია. აქ ნახავთ ყველაფერს, დაწყებული მონუმენტური საბჭოური შენობებიდან, როგორიცაა ქორწინების სასახლე, დასრულებული პარიზული და, ამავდროულად, ოსმანური სტილის რუსთაველის პროსპექტით“, – წერს გამოცემა.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

მნიშვნელოვანია, რომ 158-გვერდიან გამოცემაში თბილისს სამი სრული გვერდი ეთმობა, სადაც აღწერილია ქალაქის კულტურა, სამზარეულო და ღვინო. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო – ღვინის სამშობლო – არის ადგილი, სადაც ქვევრში ღვინის დამზადების უძველესი კულტურა რვა ათას წელიწადს ითვლის.

easyJet-ი თბილისი საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას 31 მარტიდან დაიწყებს და ფრენებს ლონდონის, ჟენევისა და მილანის მიმართულებით, კვირაში ექვსი სიხშირით შეასრულებს.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). „ათი მიზეზი, რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“ – ბრიტანულმა ავიაკომპანია easyJet-მა საქართველოს დედაქალაქზე სტატია გამოაქვეყნა. 10 ივნისი, 2026. https://shenitbilisi.ge/ათი-მიზეზი-რატომ-უნდა-შე/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. „ათი მიზეზი, რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“ – ბრიტანულმა ავიაკომპანია easyJet-მა საქართველოს დედაქალაქზე სტატია გამოაქვეყნა [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%90%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%96%e1%83%94%e1%83%96%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a8%e1%83%94/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network