თბილისის გულში მოქცეული ლადო გუდიაშვილის მოედანი — შენი თბილისი

თბილისის გულში მოქცეული ლადო გუდიაშვილის მოედანი

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

ლადო გუდიაშვილის მოედანი — თბილისის გულში მოქცეული ისტორიული მოედანი მდებარეობს ძველი თბილისში, თავისუფლების მოედნის მახლობლად. ის ემთხვევა ლერმონტოვის, ბ. ახოსპირელის, გია აბესაძის, აბო თბილელისა და სხვა ქუჩების შესაყარს. მოედნის გეგმა ძველ შუა საუკუნეებშია ჩამოყალიბებული, ხოლო შენობათა ანსამბლისაუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნეს მიეკუთვნება.

 

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ლადო გუდიაშვილის მოედანი

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

მოედანი შორეულ ისტორიას მიეკუთვნება: გვიან შუა საუკუნეებში ის „ბეჯანას ბაღი“ იყო. 1828 წლამდე მოსახლეობამ მას მოღნისის (მოღნის, იგივე მოღნინის) სახელი უწოდა, რაც განპირობებული იყო იქ ახლოს მდგარი ღვთისმშობლის სომხური ეკლესიით. XIX საუკუნეში, როცა ეს ტერიტორია რუსეთის იმპერიის კავკასიური სამფლობელოების ადმინისტრაციულ ცენტრად იქცა, მოედანი მეფისნაცვლისა და ჯარის სარდლობის ადგილსამყოფელად იქცა. 1827 წელს, ირანის ციხესიმაგრის აღების აღსანიშნავად, მოედანს აბას-აბადის სახელი მიენიჭა. აქვე განლაგებული იყო რუსული ჯარის ჰაუპტვახტი, სადაც 1838 წელს ღამე გაატარა პოეტმა მიხეილ ლერმონტოვმა.

1923 წელს მოედანს ბოლშევიკი სტეფანე ალავერდოვის სახელი ეწოდა, ხოლო 1988 წელს მოედანს ლადო გუდიაშვილის სახელი მიენიჭა.

ლადო გუდიაშვილის მოედანი

მოედნის გარშემო 11 შენობა დგას, რომელთაგან 9 ისტორიული მნიშვნელობისაა და სახელმწიფო მათი დაცვით არის დაინტერესებული. განსაკუთრებით გამორჩეულია ლერმონტოვის ქუჩის კუთხეში მდებარე შენობა, რომელიც “გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქცია” იყო. ამავე შენობაში განთავსებული იყო რუსული არმიის შტაბი და ოფიცერთა სასტუმრო, რომელიც ცნობილია „ცისფერი სახლის“ სახელით. სწორედ ამ ფაქტის გამო მოედნიდან სოლოლაკისკენ მიმავალ ქუჩას ლერმონტოვის სახელი მიენიჭა.

 

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). თბილისის გულში მოქცეული ლადო გუდიაშვილის მოედანი. 26 ივნისი, 2026. https://shenitbilisi.ge/თბილისის-გულში-მოქცეული/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისის გულში მოქცეული ლადო გუდიაშვილის მოედანი [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network