თბილისის მერია დიდი დიღმიდან მეტრო “დიდუბემდე” ტრამვაის ხაზის მშენებლობის ფასების გამოკვლევას ატარებს — შენი

თბილისის მერია დიდი დიღმიდან მეტრო “დიდუბემდე” ტრამვაის ხაზის მშენებლობის ფასების გამოკვლევას ატარებს

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისის მერია 7.5 კილომეტრიანი ტრამვაის ხაზის მშენებლობას გეგმას დიდი დიღმიდან მეტრო “დიდუბის” მიმართულებით. პროექტის მიხედვით, ახალ მარშრუტს 11 გაჩერება ექნება და მას ტრამვაის 10 შემადგენლობა უნდა მოემსახუროს. ტრამვაი გაივლის მირიან მეფის ქუჩაზე, აღმაშენებლის ხეივანზე, გრიგოლ რობაქიძის გამზირზე, გადაკვეთს შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდს და საბოლოო გაჩერება მეტრო დიდუბეს მიმდებარედ იქნება. პროექტის ხარჯები ცნობილი გახეება ფასების გამოკვლევის შემდეგ.

პროექტი განხორციელდება Design-Build (DB) მეთოდით, რაც გულისხმობს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და უშუალოდ მშენებლობას. ტრამვაის ახალი ხაზი გააერთიანებს დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს მეტრო დიდუბესთან, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა გადაადგილების პროცესს. ტრამვაის თითოეულ შემადგენლობას მინიმუმ 300 მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა ექნება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

პროექტის კომპონენტები:

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი
  • საპროექტო სამუშაოები — მოიცავს ტოპო-გეოდეზიურ და გრუნტის კვლევებს, მგზავრთნაკადების ანალიზს, საინჟინრო გათვლებს და ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას.
  • ინფრასტრუქტურა — ლიანდაგები, საკონტაქტო ხაზი, ტრამვაის დეპო, ადმინისტრაციული შენობა, სამრეცხაო, ტექნიკური მომსახურების ცენტრი და უსაფრთხოების სისტემები.
  • ტრამვაის მართვის სისტემა — მოიცავს სიგნალიზაციის, უსაფრთხოების, ავტომატიზაციისა და საკომუნიკაციო ქსელების ინტეგრაციას.
  • მგზავრთა კომფორტი — გაჩერებებზე და ვაგონებში განთავსდება ინფორმაციული ეკრანები (PIS), ხმოვანი შეტყობინების სისტემა (PA) და ვიდეომეთვალყურეობა (CCTV).
  • OCC (Operations Control Center) — ცენტრალური სადისპეტჩერო ცენტრი უზრუნველყოფს ტრამვაის მოძრაობის, უსაფრთხოების და საინფორმაციო სისტემების მართვას.

პროექტის ვადები:

  • კონცეპტუალური პროექტი: 6 თვე
  • დეტალური პროექტირება: 12 თვე
  • მშენებლობა: 36 თვე

პროექტის საერთო ვადა შეადგენს 4.5 წელს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განმარტებით, პრეტენდენტს 2022-2024 წლებში უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50,000,000 აშშ დოლარის ბრუნვა. შემსყიდველი ავანსის სახით გადაუხდის სახელშეკრულებო ღირებულების 20%-მდე, ხოლო 2025 წელს აღნიშნული თანხიდან 20,000,000 აშშ დოლარი იქნება ხელმისაწვდომი.

ბაზრის მოკვლევა დასრულდება 2025 წლის 23 აპრილს.

ახალი ტრამვაის ხაზის საპროექტო მარშრუტი:

 

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

ტრამვაის ხაზი

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). თბილისის მერია დიდი დიღმიდან მეტრო “დიდუბემდე” ტრამვაის ხაზის მშენებლობის ფასების გამოკვლევას ატარებს. 18 ივლისი, 2026. https://shenitbilisi.ge/თბილისის-მერია-დიდი-დიღმ/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისის მერია დიდი დიღმიდან მეტრო “დიდუბემდე” ტრამვაის ხაზის მშენებლობის ფასების გამოკვლევას ატარებს [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a6%e1%83%9b/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network