130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება — შენი თბილისი

130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

130 წლის შემდეგ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ცნობილი ფრანგი კომპოზიტორის ჟიულ მასნეს ერთმოქმედებიანი ოპერა „ნავარელი ქალი“ ბრუნდება. პრემიერა 5 აპრილს გაიმართება.

ამ ოპერის მსოფლიო პრემიერა 1894 წლის 20 ივნისს ლონდონის კოვენტ – გარდენში უელსის პრინცის თანდასწრებით შედგა და ისეთი დიდი წარმატება ხვდა წილად, რომ დედოფალმა ვიქტორიამ გასცა ბრძანება „ნავარელი ქალი“ აგრეთვე ვინძორის სასახლეში შეესრულებინათ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
ნავარელი ქალი
Screenshot

1895 წელს, მსოფლიო პრემიერიდან 1 წლის შემდეგ, ოპერა თბილისში დაიდგა. მას მერე იგი საქართველოში არ შესრულებულა. „ნავარელი ქალის“ ახალი საპრემიერო სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ვიქტორ გარსია სიერა (ესპანეთი), დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, კოსტიუმების მხატვარი ესტერ მარტინი (ესპანეთი), განათების მხატვარი სტეფანო გორერი (იტალია). სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ თეატრის სოლისტები, მოწვეული მომღერლები, გუნდი, ორკესტრი.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

ნავარელი ქალი

„ნავარელი ქალის“ შექმნის იდეა ეკუთვნის ემა კალვეს, ანიტას პარტიის პირველ შემსრულებელს. იგი დაინტერესდა ჟიულ კლარეტის ნოველით „სიგარეტა“ და შესთავაზა ანრი კენს დაეწერა ლიბრეტო მასნესთვის. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ამ ოპერის პოპულარობა დაეცა. „ნავარელი ქალი“ ყველაზე ხშირად ფრანგულ ოპერა-კომიკში, 124-ჯერ დაიდგა (1900-1950 წწ). სხვა თეატრებში ეს პატარა ოპერა, რომლის ხანგრძლივობა სულ რაღაც 50 წუთია, სხვა ოპერებთან ერთად სრულდებოდა. მაგალითად მეტროპოლიტენ ოპერაში „ნავარელი ქალი“ გადიოდა ლეონკავალოს „ჯამბაზებთან“ და გლიუკის „ორფეოსი და ევრიდიკესთან“ ერთად. „ნავარელი ქალის“ სულ 3 სტუდიური ჩანაწერი არსებობს, სადაც მთავარი გმირის (ანიტა) პარტიას ასრულებენ ჟენევიევა მიუზანი (1963), ლუჩია პოპი (1974) და მერილინ ჰორნი (1975). მერილინ ჰორნს ამ დადგმაში პარტნიორობას უწევდნენ პლასიდო დომინგო, შერილ მილნსი და ნიკოლა ზაქარია.

„ნავარელი ქალის“ საპრემირო ჩვენებები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 5,6, 12,13,16,17 აპრილს გაიმართება. ეს ოპერა პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსებასთან“ ერთად შესრულდება, რომლის დამდგმელი რეჟისორია – ვიქტორ გარსია სიერა (იტალია), დამდგმელი დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი. სცენოგრაფია იტალო გრასის (იტალია) ეკუთვნის, ხოლო კოსტიუმები მადრიდში, PERIS COSTUMES -ის სამკერვალოში დამზადდა.

ნავარელი ქალი

სპექტაკლის ეს ვერსია პირველად გენუაში, Teatro Carlo Felice-ში დაიდგა.

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსების“ მსოფლიო პრემიერა 1890 წლის 17 მაისს რომში, Teatro Costanzi – ში შედგა, ხოლო თბილისში პირველად 1891 წელს დაიდგა.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). 130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება. 22 ივლისი, 2026. https://shenitbilisi.ge/130-წლის-შემდეგ-ნავარელი-ქა/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. 130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 20]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/130-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%94%e1%83%92-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a5%e1%83%90/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network