საილუსტრაციო ფოტო

თბილისში მეტროს ორი ახალი სადგურის მშენებლობა იგეგმება – ნახე, რომელ უბნებს შეეხებათ ცვლილებები

ლევან წიკლაური
ლევან წიკლაური
ჟურნალისტი — უსაფრთხოება და ქალაქის სამსახურები. აშუქებს პოლიციის, საგანგებო სიტუაციების და კომუნალურ თემებს თბილისში.

თბილისში მეტროს ინფრასტრუქტურა ფართოვდება – დედაქალაქში მეტროს ორი ახალი სადგურის მშენებლობა იგეგმება, რაც მგზავრობის დროის შემცირებასა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ინფორმაცია ამის შესახებ უკვე ოფიციალურად  „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ გაავრცელა, რომელმაც პროექტირების და მშენებლობის ერთიანი მოდელით (Design-Build) ბაზრის კვლევა დაიწყო.

დოკუმენტების მიხედვით, სულ ოთხი სადგურის პროექტირებაა დაგეგმილი, თუმცა აქედან ორი იქნება სრულიად ახალი. ისინი შემდეგ უბნებს შეეხება:

  • გლდანის მიმართულება – სადაც ახალი სადგური დამატებით 2.2 კმ-იან მონაკვეთზე აშენდება
  • ვარკეთილის ხაზი – სადგური გაჩნდება დამატებით 3 კმ-იან მონაკვეთზე

მშენებლობა რამდენიმე ფაზად დაიგეგმა და მისი განხორციელება დაახლოებით 5 წელს მოიცავს. ეს ნიშნავს, რომ თბილისში მომდევნო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სტრუქტურა.

მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის ბიუჯეტში თანხა ჯერ არ არის გათვალისწინებული, 2026 და 2027 წლებში ჯამში 30 მილიონი დოლარის გამოყოფა იგეგმება (წლიურად 15-15 მლნ).

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

მეტროს ორი ახალი სადგური მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს დედაქალაქის ყველაზე დატვირთულ უბნებს. გლდანი და ვარკეთილი მიიღებენ დამატებით კავშირს ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან, შემცირდება ავტომობილებზე დამოკიდებულება და გაიზრდება სწრაფი, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის წილი.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — უსაფრთხოება და ქალაქის სამსახურები. აშუქებს პოლიციის, საგანგებო სიტუაციების და კომუნალურ თემებს თბილისში.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *