საქართველოში პირველად გაიხსნა ბრენდირებული აეროპორტის სასტუმრო — „ibis TBILISI AIRPORT“, რომელიც დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ ტურისტული და სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს.
სასტუმროს ოფიციალური გახსნის ცერემონიალი 16 მაისს გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ მთავრობის, ბიზნეს სექტორის, საერთაშორისო და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის პარტნიორებმა და საფრანგეთის ელჩმა შერას გასრიმ, ასევე ACCOR-ის და საფრანგეთის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებმა.
„ibis TBILISI AIRPORT“ ACCOR-ის საერთაშორისო ქსელის წევრია, რომელიც მსოფლიოს 110 ქვეყანაში 5,500-ზე მეტ ობიექტს მართავს. პროექტის ინვესტიცია, რომლის ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენს, განხორციელდა ფრანგი ინვესტორის, ჯონ დოდელანდის და კომპანია Fujin Silk Properties LLC-ის მიერ. პროექტის ფინანსური მხარდაჭერა ნაწილობრივ საქართველოს ბანკმაუზრუნველყო.
სასტუმრო უკვე ოპერირებს 2023 წლის 1 ოქტომბრიდან და მასში განთავსებულია:
- 72 ნომერი
- რესტორანი და ბარი
- საკონფერენციო სივრცეები
- ფიტნეს დარბაზი და იოგას სტუდია
არქიტექტურული კონცეფცია შეიმუშავა ფრანგმა არქიტექტორმა კლემო ბლანშემ (Clement Blanchet)— რემ კულასის ყოფილი პარტნიორმა, რომლის პორტფოლიოში მრავალი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი შედის.
„ibis TBILISI AIRPORT“ წარმოადგენს მრავალფუნქციური 39,000 მ² კომპლექსის განვითარების პირველ ეტაპს, რომელიც აეროპორტის მიმდებარედ თანამედროვე ტურისტულ და ბიზნეს სერვისებზე ორიენტირებულ ინფრასტრუქტურას შექმნის.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის განცხადებით, სასტუმრო თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ინფრასტრუქტურის ახალ სტანდარტს ქმნის და ტურისტული სექტორის ინტეგრაციას აჩქარებს, როგორც ხარისხის, ისე საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია