პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიისტორია/უბნებითბილისის 3 ყველაზე სუფთა უბანი — ეკოლოგიური წესრიგის ლიდერები დედაქალაქში

თბილისის 3 ყველაზე სუფთა უბანი — ეკოლოგიური წესრიგის ლიდერები დედაქალაქში

ბოლო წლებ­ში, თბი­ლი­სის ზო­გი­ერ­თი უბ­ნის ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა. ცენ­ტრა­ლუ­რი უბ­ნე­ბი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი­თა და მტვრით, რაც ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აი­სა­ხე­ბა.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბა არ იც­ვლე­ბა, სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი ინ­ტე­რეს­დე­ბა იცხოვ­როს მწვა­ნე ნარ­გა­ვე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, თუმ­ცა ქა­ლა­ქის ცენ­ტრის­გან არც ისე მო­შო­რე­ბით.

ახა­ლი ტენ­დენ­ცია უკვე აი­სა­ხა მო­თხოვ­ნა­ზე თბი­ლი­სის გამ­წვა­ნე­ბულ უბ­ნებ­ში, სა­დაც დე­ვე­ლო­პე­რებ­მა სა­ცხოვ­რე­ბელ უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან ერ­თად სხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბაც და­ი­წყეს, მათ შო­რის პარ­კე­ბის, სკვე­რე­ბის, სა­სე­ირ­ნო ბი­ლი­კე­ბი­სა და სხვა.

გთა­ვა­ზობთ თბი­ლი­სის სამ ყვე­ლა­ზე სუფ­თა უბანს, სა­დაც ჰა­ე­რის ხა­რის­ხი შე­და­რე­ბით მა­ღა­ლია, ხმა­უ­რი ნაკ­ლე­ბი, ხოლო ცხოვ­რე­ბის რიტ­მი — გა­ცი­ლე­ბით მშვი­დი:

1. ლი­სის ტბის მი­და­მო­ე­ბი — ბუ­ნე­ბას­თან ჰარ­მო­ნი­უ­ლი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა

ლი­სის ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია ეკო­ლო­გი­უ­რად ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლია თბი­ლის­ში.

მთი­ა­ნი რე­ლი­ე­ფი, ტბის ბუ­ნებ­რი­ვი მიკ­როკ­ლი­მა­ტი და მწვა­ნე ზო­ნე­ბის სი­ჭარ­ბე აქ ცხოვ­რე­ბას სა­სი­ა­მოვ­ნოს ხდის. უბან­ში აკ­რძა­ლუ­ლია მძი­მე ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, რაც და­მა­ტე­ბით ამ­ცი­რებს მტვრი­თა და სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბით და­ბინ­ძუ­რე­ბის რისკს.

2. დი­ღო­მი 8 — ჯან­სა­ღი მიკ­როკ­ლი­მა­ტით გა­მორ­ჩე­უ­ლი უბა­ნი

დი­ღო­მი 8 თბი­ლი­სის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე­ობს მდი­ნა­რე მტკვარ­თან, რაც უნი­კა­ლურ მიკ­როკ­ლი­მატს ქმნის. აქ ჰა­ე­რი გან­სა­კუთ­რე­ბით სუფ­თაა — ნაკ­ლე­ბია გა­მო­ნა­ბოლ­ქვი, ხმა­უ­რი და ინ­დუსტრი­უ­ლი დატ­ვირ­თვა.

სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბი­სას დე­ვე­ლო­პე­რე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან მწვა­ნე სივ­რცე­ებ­სა და სუფ­თა ჰა­ერ­ზე. უბან­ში მრავ­ლა­დაა პარ­კე­ბი, სკვე­რე­ბი და ღია ეზო­ე­ბი. შე­დე­გად, დი­ღო­მი 8 არა მხო­ლოდ ეკო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, არა­მედ ურ­ბა­ნუ­ლი მო­წყო­ბის მხრი­ვაც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი უბა­ნია.

3. კო­ჯო­რი — ქა­ლაქთან ახ­ლოს, ტყის გულ­ში

კო­ჯო­რი თბი­ლი­სი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუ­თის სა­ვალ­ზეა, თუმ­ცა ეკო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით ქა­ლა­ქის ცენ­ტრის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სივ­რცეა. ტყის ზოლი, მთი­ა­ნი მდე­ბა­რე­ო­ბა და გამ­ჭო­ლი ქა­რე­ბი კო­ჯორს ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლად აქ­ცევს. უბა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლია მათ­თვის, ვი­საც ქა­ლა­ქის ხმა­უ­რის­გან მო­შო­რე­ბით სურს ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ პა­რა­ლე­ლუ­რად აქვს სა­ჭი­რო­ე­ბა, კავ­ში­რი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს თბი­ლი­სის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­სა და სერ­ვი­სებ­თან.

READ  „ჯორჯიან ეარვეისი“: 23 და 24 ივნისს თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმებულია

სუფ­თა ჰა­ე­რი და ეკო­ლო­გი­უ­რად ჯან­სა­ღი გა­რე­მო სულ უფრო მე­ტად ხდე­ბა თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის ცხოვ­რე­ბის სტი­ლის ნა­წი­ლი. ლი­სის მი­და­მო­ე­ბი, დი­ღო­მი 8 და კო­ჯო­რი აღ­ნიშ­ნულ სა­ჭი­რო­ე­ბას პირ­და­პირ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. თი­თო­ე­უ­ლი უბა­ნი გთა­ვა­ზობთ გან­სხვა­ვე­ბულ ატ­მოს­ფე­როს, თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად ჯან­მრთელ და მშვიდ ცხოვ­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ ურ­ბა­ნულ გა­მოც­დი­ლე­ბას.

წყარო

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები