საილუსტრაციო ფოტო

თბილისში, ბინის ქურდობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

ანასტასია მჭედლიშვილი
ანასტასია მჭედლიშვილი
ჟურნალისტი — კულტურა და ღონისძიებები. აშუქებს თბილისის კულტურულ ცხოვრებას, ხელოვნებას და საქალაქო ღონისძიებებს.

თბილისში ბინის ქურდობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშღომლებმა, წარსულში ნასამართლევი, 1988 წელს დაბადებული მ.ჯ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის 1985 წელს დაბადებული ს.მ.-ს ბინაში ქურდობის მიზნით უკანონოდ შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა ძვირადღირებული ნივთი – მათ შორის, $13 000 აშშ დოლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაქურდალი ნივთები, თანხის ნაწილი, საკეტის გამღები ინსტრუმენტი – ე.წ. “ატმეჩკა” და სხვადასხვა ხელსაწყო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — კულტურა და ღონისძიებები. აშუქებს თბილისის კულტურულ ცხოვრებას, ხელოვნებას და საქალაქო ღონისძიებებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *