თბილისში ერეკლე მეორის ძეგლი გაიხსნა — შენი თბილისი

თბილისში ერეკლე მეორის ძეგლი გაიხსნა

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ე.წ. სამგორის პარკში, თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალიხსმევით, ერეკლე მეორის ძეგლი განთავსდა.

მონუმენტი თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად გახსნა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„დღეს მართლაც გამორჩეული დღეა – ჩვენს ქალაქში ვხსნით დიდი ქართველი მეფის, ერეკლე მეორის ძეგლს და ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ  თბილისი იყო და არის ქართველთა ისტორიული მეხსიერების, ჩვენი ეროვნული იდენტობის კერა. ეს ძეგლი ერთგვარი გზავნილია ჩვენი შვილებისთვის, მომავალ თაობისთვის, რომ  საქართველო მარადიულია თავისი ისტორიით, რწმენით, დიდი კულტურით, ღირებულებებით, რომელიც ხან ბრძოლით, ხან შენებით და რაც მთავარია, გონიერი პოლიტიკით დღემდე მოგვიტანეს ჩვენმა წინაპრებმა, დიდმა მეფეებმა. საქართველოს გულში, მის დედაქალაქში ერეკლე მეორის ძეგლის აღმართვა არის ერთგვარი სიმბოლო ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცისა და მისი მშვიდობიანი მომავლის. ასევე სიმბოლურია ის ფაქტი, რომ მონუმენტი შეიქმნა მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით, რომლის სხვა ცნობილ ნამუშევრებს შორის არის ყველასთვის საყვარელი ქანდაკება – ერეკლე II -ის ცხენოსანი ძეგლი თელავში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს აღნიშნული ინიციატივისთვის, ასევე, კულტურის სამინისტროსა და მოქანდაკეების ჯგუფს, რომელმაც ძეგლზე იმუშავა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო მოქანდაკეებს და არქიტექტორს, რომლებიც ჩართულები იყვნენ აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. მადლობას ვუხდი კულტურის სამინისტროს. სწორედ თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა ეს პროექტი. რასაკვირველია, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომლის ინიციატივაც იყო თბილისში ერეკლე მეორის ძეგლის აღმართვა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ნამუშევარი მოქანდაკეების ჯგუფმა ცნობილი მოქანდაკის, მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით შექმნა. მონუმენტი, რომელიც ე.წ. სამგორის პარკში ერეკლე II-ის ღვაწლის უკვდავსაყოფად განთავსდა, სივრცეს დამატებით კულტურულ-ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებს.

ღონისძიებას მოქანდაკეები, არქიტექტორები და სხვა ხელოვანები ესწრებოდნენ.

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისში ერეკლე მეორის ძეგლი გაიხსნა [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ab/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network