თბილისში შემოწმებული 327 სალონიდან 138-ში გამოვლინდა სანიტარული ნორმების დარღვევა. ეს ქალაქის მცხოვრებთა ჯანმრთელობას სერიოზულ რისკს უქმნის.

თბილისში წელს 138 სილამაზის სალონში სანიტარული ნორმების დარღვევა გამოვლინდა

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისში წელს შემოწმებული 327 სილამაზის სალონიდან 138-ში გამოვლინდა სანიტარიული ნორმების შეუსრულებლობა. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-მ თბილისის მერიიდან გამოითხოვა, რომლის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის კომპეტენციაში შედის სილამაზის სალონების შემოწმება.

როგორც უწყების მიერ მოწოდებული სტატისტიკიდან ირკვევა, მიმდინარე წელს, იანვრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, 134 სილამაზის სალონი ხელახლა გადამოწმდა. ჯარიმა არცერთ შემთხვევაში არ გამოწერილა, სავარაუდოდ იმიტომ, რომ გადამოწმების შემდეგ ყველა მათგანს შესაბამისი ნორმები უკვე დაკმაყოფილებული ჰქონდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, მერიიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ 2024-ში ჯამში შემოწმდა 312 სილამაზის სალონი, მათგან 134-ში გამოვლინდა ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების შეუსრულებლობა. აღნიშნული 134-ვე სალონი მოგვიანებით გადამოწმდა და ჯარიმა არც ერთხელ არ გამოწერილა.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

წყარო

 

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი
სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). თბილისში წელს 138 სილამაზის სალონში სანიტარული ნორმების დარღვევა გამოვლინდა. 8 ივნისი, 2026. https://shenitbilisi.ge/თბილისში-წელს-138-სილამაზის/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისში წელს 138 სილამაზის სალონში სანიტარული ნორმების დარღვევა გამოვლინდა [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 21]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%a1-138-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%96%e1%83%98%e1%83%a1/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network