საილუსტრაციო ფოტო

3 გამზირი და 4 ქუჩა თბილისში, რომლის განახლება/რეაბილიტაცია დაანონსდა

გიორგი კაპანაძე
გიორგი კაპანაძე
ჟურნალისტი — ქალაქის ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი. აშუქებს გზების, მშენებლობის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემებს თბილისში.

თბილისში 3 გამზირისა და 4 ქუჩის განახლება/რეაბილიტაცია დაანონსდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ახლად არჩეული საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ზოგადად ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული მიმართულება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის. მომდევნო წლების განმავლობაში, დაგეგმილი გვაქვს რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას, გურამიშვილის გამზირების რეაბილიტაცია, ასევე: თამარაშვილის, გორგასლის, გოძიაშვილისა და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების განახლება.

აღსანიშნავია, რომ როდესაც ვსაუბრობთ განახლებაზე, საუბარია, ფუნდამენტურ განახლებაზე, თავის მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ყველაფერი იქნება შეცვლილი და მივიღებთ ქუჩების ახალ დიზაინს,“ – განაცხადა კალაძემ.


მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — ქალაქის ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი. აშუქებს გზების, მშენებლობის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემებს თბილისში.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *