თბილისის მერთან პირისპირ შეხვედრების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას მოქალაქეები მერიის ცხელ ხაზზე შეძლებენ — შენი

თბილისის მერთან პირისპირ შეხვედრების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას მოქალაქეები მერიის ცხელ ხაზზე შეძლებენ

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

,,12 ნოემბრიდან ოთხშაბათის შეხვედრებთან დაკავშირებით მოქალაქეები დეტალური ინფორმაციის მიღებას მერიის ცხელ ხაზზე შეძლებენ”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა.

მისივე თქმით, ამ ინიციატივის გარდა მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია ყველა სოციალურ პლატფორმაზე მიმდინარეობს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

“მინდა, შეგახსენოთ, რომ 12 ნოემბრიდან, ყოველ ოთხშაბათს, თბილისის მერიაში მექნება შეხვედრები მოსახლეობასთან, 16:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში. ჩვენ ისედაც გვაქვს აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ვიყენებთ სოციალურ პლატფორმებს, ვესაუბრებით თბილისელებს სამომავლო და მიმდინარე პროექტებზე, არ გავურბივართ პრობლემებსა და გამოწვევებს. ოთხშაბათის შეხვედრებთან დაკავშირებით კი შეგიძლიათ, დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, სადაც მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას, თუ რა პროცედურებია ამისთვის მანამდე გასავლელი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა დედაქალაქის მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მათი ჩართულობით მომდევნო ოთხ წელში კიდევ უფრო მასშტაბური პროექტები განხორციელდება.

“განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი დედაქალაქის მოსახლეობას თანადგომისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამოცხადებული ნდობა, რასაც კონკრეტული გაკეთებული საქმეებით დავაბრუნებთ. მომდევნო ოთხ წელში მასშტაბური, ამბიციური პროექტები იგეგმება. თქვენი ჩართულობით ჩვენი დედაქალაქი უკეთესი გახდება, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტი რეკრეაციული სივრცით, ახალი დიზაინის ქუჩებითა და გამზირებით, განახლებული კომუნიკაციებით და ა.შ. ჩემს თანაგუნდელებს კი წარმატებას ვუსურვებ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

 

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისის მერთან პირისპირ შეხვედრების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას მოქალაქეები მერიის ცხელ ხაზზე შეძლებენ [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 8]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network