შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, ძარცვის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული რ.ჯ. დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, 1972 წელს დაბადებული ი.ვ.-ს საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის ძვირფას ნივთებს და ფულს უკანონოდ დაეუფლა და ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.ჯ. ბრალდებულის სახით დააკავეს და მოპარული ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ა და მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი თბილისი. (2026). შსს-მ თბილისში, ძარცვისთვის 1 პირი დააკავა. 21 ივლისი, 2026. https://shenitbilisi.ge/შსს-მ-თბილისში-ძარცვისთვ/


