ფოტო: Александр Сигачёв / Wikimedia Commons (CC0)

თბილისმა UITP ევრაზიის ურბანული სარკინიგზო ფორუმი უმასპინძლა

თემური ლომიძე
თემური ლომიძე
ჟურნალისტი — ეკონომიკა და ბიზნესი. აშუქებს თბილისის ბიზნეს გარემოს, უძრავი ქონების ბაზარსა და ადგილობრივ ეკონომიკურ მოვლენებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მასპინძლობით თბილისში „UITP ევრაზიის ურბანული სარკინიგზო ფორუმი – 2026″ ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (UITP) მეტროპოლიტენის კომიტეტის და დივიზიის შეხვედრები, აგრეთვე UITP-ის ევრაზია სარკინიგზო პლატფორმის და საბჭოს მეთინგები გაიმართა.

პროგრამა მოიცავდა კომიტეტის და დივიზიის სხდომებს, სამუშაო სესიებს, ქსელურ ღონისძიებებსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დეპოში ტექნიკურ ვიზიტებს. ღონისძიების მიზანი იყო ურბანული სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავება და სექტორის წინაშე არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ურბანული სარკინიგზო სისტემების დაფინანსებისა და რეგულირების მოდელები, სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაცია, ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის მართვა, მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო გადაწყვეტილებები, ასევე მგზავრებზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. ფორუმში ადგილობრივი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეტროპოლიტენებმა, საჯარო უწყებებმა, ინდუსტრიის, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია 2006 წლიდან წარმოადგენს UITP-ის წევრ ორგანიზაციას, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, განსაკუთრებით ურბანული სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებაზე თანამშრომლობს.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

წყარო: თბილისის სატრანსპორტო კომპანია — ორიგინალი პუბლიკაცია · განახლდა 29 ნოემბერი

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — ეკონომიკა და ბიზნესი. აშუქებს თბილისის ბიზნეს გარემოს, უძრავი ქონების ბაზარსა და ადგილობრივ ეკონომიკურ მოვლენებს.