შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი„ადამიანის თავდაჯერებულობა არასდროს არ არის ისე მაღალი, როგორც უცოდინარის…“ – დანინგ-კრუგერის ეფექტი

„ადამიანის თავდაჯერებულობა არასდროს არ არის ისე მაღალი, როგორც უცოდინარის…“ – დანინგ-კრუგერის ეფექტი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ დანინგ-კრუგერის ეფექტი: უცოდინარი, რომელმაც არ იცის, რომ უცოდინარია.

„დანინგ-კრუგერის ეფექტი: უცოდინარი, რომელმაც არ იცის, რომ უცოდინარია.
1999წ. დევიდ დანინგმა და ჯასტინ კრუგერმა აღწერეს უცოდინარი ადამიანების მიდრეკილება, გადაჭარბებულად შეაფასონ საკუთარი უნარები და მიანიჭონ მათ საშუალოზე ბევრად მაღალი დონე.

2000 წელს მათ ამ ნაშრომისთვის ნობელის პრემია მიენიჭათ.მეცნიერებმა ექსპერიმენტები ჩაატარეს კორნელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებთან,სადაც სტუდენტებს დავალების შესრულების შემდეგ უნდა შეეფასებინათ თავიანთი შედეგები.
აღმოჩნდა, რომ, რაც უფრო დაბალი შედეგი ჰქონდა სტუდენტს,მით მეტად მაღალი ქულებით აფასებდა საკუთარ შედეგს.(თუ მათი რეალური შედეგი იყო12 ქულა, ამბობდნენ, რომ ექნებოდათ 60 ქულა)…

ხოლო მაღალი შედეგების მქონე სტუდენტები, პირიქით, დაბალ ქულებს პროგნოზირებდნენ (90 ქულის მქონე ამბობდა, რომ მისი შედეგი იქნება, სავარაუდოდ, 80).

ექსპერიმენტები ადასტურებს, რომ უცოდინრები ზედმეტად თავდაჯერებულები არიან მაშინ, როცა მცოდნეებს მეტი თავმდაბლობა ახასიათებთ. რაც უფრო ნაკლები იცის ადამიანმა, მით მეტადაა დარწმუნებული საკუთარი მოსაზრების სისწორეში და არ შეუძლია სხვისი კომპეტენტურობის შეფასება.
როგორც გრაფიკიდან ჩანს, ცოდნასა და თავდაჯერებულობას შორის არსებობს შემდეგი დამოკიდებულება:

ნულოვანი ცოდნა ნიშნავს ნულოვან თავდაჯერებულობას, მაგრამ, როგორც კი ჩნდება მცირე ცოდნა, თავდაჯერებულობა მკვეთრად იზრდება და მაქსიმუმს აღწევს. შემდეგ,გარკვეულ ეტაპამდე, ცოდნის ზრდასთან ერთად, საკუთარ შესაძლებლობებზე არსებული წარმოდგენა მცირდება, მერე კი ისევ იმატებს, თუმცა, მცოდნე ადამიანის თავდაჯერებულობა არასდროს არ არის ისე მაღალი, როგორც უცოდინარის.

პრობლემის მოგვარების ძირითადი გზა ისევ განათლებაა. როგორც ანატოლ ფრანსი ამბობდა,
განათლებულობა არ არის ის, რაც ვიცით,განათლებულობა არის უნარი, შეგვეძლოს განვაცალკევოთ ერთმანეთისგან ის, რაც ვიცით და რაც არ ვიცით.

და ბოლოს…
ერთხელ ფილოსოფოს ანაქსიმენეს თავისმა მოწაფემ ჰკითხა, თუ რა იყო იმის მიზეზი, რომ ყოველ მომდევნო წელს ეჭვი ეპარებოდა იმაში,რაზეც წინა წელს დარწმუნებით საუბრობდა.
ანაქსიმენემ ქვიშაზე ორი წრე დახაზა, ერთი დიდი და ერთი პატარა და თქვა:
პატარა წრე-ეს არის ის, რაც ახალგაზრდობაში ვიცოდი, დიდი წრე კი ის, რაც ვიცი ახლა. წლების განმავლობაში ჩემი ცოდნის საზღვრები იზრდება. ყველაფერი, რაც ცოდნის წრის გარშემოა, არის უცოდინრობა. რაც უფრო ფართოა ცოდნის წრე, მით უფრო მეტი შეხება აქვს მას არცოდნასთან, მით უფრო მეტ შეკითხვას და ეჭვს ბადებს“, – წერს „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

24 ოქტომბერი 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები