სამშაბათი, მაისი 20, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიSheni Tbilisiბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე აღინიშნება - გაეცანით დეტალურ ინფორმაციას

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე აღინიშნება – გაეცანით დეტალურ ინფორმაციას

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე აღინიშნება

თბილისის   მერიის  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა  დაცვის  საერთაშორისო  დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, ტრადიციულად, დაგეგმილია  საბავშვო-გასართობი   ღონისძიებები.

ცენტრალური ღონისძიება ჩატარდება დედაენის ბაღში, სადაც მთელი დღის განმავლობაში იქნება სივრცითი აქტივობები, სხვადასხვა გასართობი შოუ პროგრამა, საბავშვო სადგურები, თეატრალური წარმოდგენა „ჟოზე“. ღონისძიების დასასრულს, 20:00 საათზე, გაიმართება „რანინას“ კონცერტი.

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღე ასევე, აღინიშნება თბილისის რამდენიმე რაიონში. კერძოდ, საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართება შემდეგ მისამართებზე – კრწანისი, 16:00-20:00 საათი გულიას 1-ელი ჩიხი N6-ში არსებული სკვერი; მთაწმინდა, 13:00-16:00 საათი, 9 აპრილის სახელობის ბაღი; ვაკე, 14:00-17:00 საათი, ციციშვილის სახელობის სკვერი; ისანი,  16:00-19:00 საათი, ვაზისუბის IV მ/რ, 1-ელი კვარტალი, კორპ. N4-ის მიმდებარედ არსებული სკვერი.

 დედაენის ბაღი, საბავშვო გასართობი პროგრამა:

17:00-21:30 სთ

❖ საბავშვო ლიტერატურის გამოფენა – გაყიდვა;

❖ ახალგაზრდა მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა-საბავშვო თემატიკა;

❖ ხატვისა და ილუსტრაციის კუთხე;

❖ ბროშების დამზადების სადგური;

❖ მეზღაპრის კუთხე;

❖ თითების თეატრის წარმოდგენები;

❖ VR  სივრცე -გასართობი და შემეცნებითი თამაშებით;

❖ საპნის ბუშტების შოუ;

❖ ქიმიური ექსპერიმენტი და ფერადი ქაფების შოუ;

❖10-მდე საბავშო-გასართობი  სადგური;

❖საბავშვო ატრაქციონები;

❖ მინი გოლფი;

❖სკეიტ შოუ;

❖ფოტოზონა-გიფერი;

❖დრამერებისა და ჩასაბერი ინსტრუმენტების ორკესტრის თანხლებით დიდი თოჯინებისა და პერსონაჟების კარნავალი/მსვლელობა;

❖ზღაპრის გმირები;

❖18:00-19:00-თოჯინების სპექტაკლი  „ჟოზე“;

❖20:00- რანინას კონცერტი

დასწრება თავისუფალია!

საკონტაქტო პირი: 593 61 66 70;

 

READ  მზის მაქსიმუმი მოსალოდნელზე ადრე დადგება — მიზეზი ჯერ უცნობია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები