სამშაბათი, მაისი 20, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი"თვითნასწავლი ვარ და ჩემს გამოფენაზე უამრავი ადამიანი მოვიდა..." - ინტერვიუ ბექა მშვილდაძესთან,...

“თვითნასწავლი ვარ და ჩემს გამოფენაზე უამრავი ადამიანი მოვიდა…” – ინტერვიუ ბექა მშვილდაძესთან, რომელიც შესანიშნავად ხატავს✨️

ავტორი: ლიზი გრიგოლავა

sheniinterieri.ge გთავაზობთ ინტერვიუს ბექა მშვილდაძესთან, რომელიც პროფესიით ტელეოპერატორი გახლავთ, მაგრამ ამასთანავე შესანიშნავად ხატავს…

ბექა, გვიამბეთ თქვენ შესახებ, რას საქმიანობთ, რა პროფესიის ბრძანდებით?

 ჩემი ძირითადი საქმიანობა არის ტელევიზია, ვიდეო ოპერატორი ვარ... რაც საკმაოდ მრავალმხრივი პროფესიაა და ბევრ სხვადასხვა სფეროს ეხება ყოვედღიურად.

-როგორც ვიცი, ხატავთ… როდის მიხვდით, რომ ეს საქმე განსაკუთრებულად გიტაცებდათ?

კი, ვხატავ და ეს ძალიან მომწონს, ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია… ზოგადად, ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ხატვა შემეძლო, მაგრამ სანამ დღეს ფინურ დამოუკიდებლობას არ მიაღწევ, რთულია, ვინმეს თხოვო საღებავების, ფუნჯების და ტილოს თანხა… როდესაც ფინანსურ დამოუკიდებლობას მივაღწიე, მერე დავიწყე დიდ ტილოზე ხატვა… როცსოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს  ნახატებს, ეს დიდ სტიმულს მაძლევდა და მივხვდი, რომ ეს ჩემ არდა, სხვა ადამიანებსაც მოსონდათ… საერთოდ არ მიფიქრია ნახატები გაყიდვაზე და, როდესაც უკვე შემოთავაზება წამოვიდა, ეს რაღაც ახალი გამოწვევა იყო და უფრო დავინტერესდი.

-რა არის თქვენი შთაგონების წყარო, როდესაც ხატვას იწყებთ?

როგორც სეთი, შთაგონების წყაოს რაიმე კნკრეტულს ვერ მივაწერ, ალბათ, არის გარემოებები, რაც მაძლევს იმის საშალებას, ავიღო ფუნჯი, მასტერხიმი და ვხატო. ეს ყოვეთვის ინდივიდუალურია… მე ვარ თვითნასწავლი და ვფიქრობ, მეტი თავისუფლება მაქვს, რასაც მინდა, იმას დავხატავ… ჩარჩოში არ ვარ და ჩემი შთაგონების წყარო ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს… სიყვარული, ბუნება, ამინდი, რომელიმე კონკრეტული ცხოვლი ან ფრინველი… ჩემი შთაგონების წყარო არის ბატონი ვანო აბულაძე, ერთერთი გამორჩეული მხატვარი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, ჩემი პირველი ნახატი მისი ინპირაცია იყო. მისი ნახატი გადმოვხატე ჩემი ინტერპრეტაციით.

READ  „საავადმყოფოებში ხელების და ფეხების დაბანა ვერ მოაგვარეს და კორონას მიხედავენ?! ისე ვირთხები როგორც

-რომელია თქვენი ყველაზე საყვარელი მხატვარი და რატომ?

ვანო აბულაძე. ვანო უდაოდ ნიჭიერი მხატვარია, რომელიც ცარცითა და პასტელებით ხატავს. მისი გამოფენა 14 მარტს პულმანში გაიმართება.

-როგორც ვიცი, ადრე გამოფენა გქონდათ, გვიამბეთ ამ გამოფენის შესახებ და გეგმავთ თუ არა ახლო მომავალში ისევ?

კი, გამოფენა ორჯერ მქონდა და,ჩემდა გასაკვირად, ორივე გამოფენამ წარმატებულად ჩაიარა. უამრავი ხალხი იყო, რამაც ნამდვილად გამაკვირვა. თვითნასწავლი ვარ და სწორედ ამან გამაოცა. მხატვრებიც კი მოვიდნენ და მითხრეს, ჩვენ 15 მხატვარი ერად ვკეთებთ გამოფენას და ამის ახევარი ხალხიც კი არ არის ჩვენი ვიზიტორიო.

“არასოდეს თქვა არასოდეს”, მაგრამ აღარ მინდა საქართველოში გავაკეთო გამოფენა.

დიდი მადლობა, ბექა! უდავოდ, ნიჭიერი ბრძანდებით და შესანიშნავად ხატავთ.წარმატებები!❤️

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

 

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები