ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი„დიდი პრობლემაა, -მხოლოდ მდიდარი ქვეყნების 56% იცრება, დანარჩენები ასე რჩებიან“

„დიდი პრობლემაა, -მხოლოდ მდიდარი ქვეყნების 56% იცრება, დანარჩენები ასე რჩებიან“

30/06/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

ერთადერთი ვაქცინა, რომელიც ჯანმომ დაამტკიცა (მოდერნას გარდა) – ფაიზერია, ეს ვაქცინა კონტრატქების მიხედვით კოვაქსში არაა. საქართველო მიიღებს იმ ვაქცინას, რომელსაც ჯანმო დაამტკიცებს და თან კოვაქსთან კონტრაქტი იქნება. შეიძლება, 1000–2000 ვაქცინა შემოიტანოს, მაგრამ ეს ხომ საქმეს არ აკეთებს. ეს პიარისთვისაა.

ფაიზერმა შეაჩერა ხომ ვიცით, ევროპაში პანიკაა, საიდან შემოვა. რატომ გვატყუებენ და ატყუებენ ხალხს?“


მისი თქმით, საქართველოსნაირი 180 ქვეყანაა კიდევ.


„ხალხს გაურკვეველ ინფორმაციას აძლევენ. გააკეთეთ ელექტრონული ბარათები ყველა მოქალაქისთვის, ეს არის ასაწყობი, თუ ვაქცინაციის სწორი განხორციელება გინდათ, გჭირდებათ ელექტრონული ჯანდაცვა. ვაქცინა როდის შემოვა, – ჯერჯერობით არავინ იცის, რომელი შემოვა, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია. შემოიტანენ რამდენიმე ათასს, რომ გააკეთონ შოუ. მოსახლეობის 85% უნდა იყოს ვაქცინირებული“, – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა, გიორგი ფხაკაძემ.



ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსის მრჩეველი, ზაზა წერეთელი აცხადებს:

„ყველაფერი უკვე პოლიტიკურ სიტუაციაში გადავიდა. საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებთან უნდა დაიწყოს ინტენსიური მოლაპარკებები, -ცოტა ვაქცინა მაინც მივიღოთ. ხშირი ურთიერთობა უნდა გვქონდეს კოვაქსთან , ჯანმოსთან, ყოველდღე უნდა შევახსენოთ –ძალიან გვჭირდება ვაქცინა. საქართველოში ვაქცინას, ფაქტია, ჯერ ვერ შემოიტანენ. პატარა ქვეყნებს ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარკების შანსი ფაქტობრივად არ ჰქონდა, ეს ძალიან ძვირი დაჯდებოდა. ვინმესთან ერთად უნდა გაგვეკეთბინა, ეს ვინმე არის კოვაქსი. დიდმა ქვეყნებმა, ლამის, 2 წლის მარაგი შეიძინეს. საქართველოს ცოტა უფრო ადრე უნდა მიემართა კოვაქსისთვის, მეტი მოლაპარკება ეწარმოებინა კოვაქსთან. ქვეყნებმა, რომელსაც არ მიუღია, – ბალკანეთის ქვეყნები – მიმართეს ჯანმოს. მსოფლიო იმასაც ხვდება, რომ თუ ვაქცინაცია ყველგან არ მოხდა, ეს სიტუაციას ვერ გააუმჯობესებს.

ჩინური ვაქცინის შესახებ ზუსტი მონაცემები ამ დრომდე არ არსებობს, რაც არსებობს, ისიც არ არის გადამოწმებული. ის არ არის დამტკიცებული, მე თავს შევიკავებდი, მისი შემოტანისგან. საქართველოში უფრო მაღალი ხარისხის ვაქცინები უნდა შემოვიდეს. ხალხს ისედაც ეჭვი ეპარება ვაქცინაციაზე და ჩინური რომ შემოიტანო, იმუნიზაციის პროგრამა საერთოდ ჩავარდება.


კიდევ ერთი ვაქცინის შემოტანის შანსია, მაგრამ “ასტრა ზენეკასთან” სიტუაცია დაიძაბა. მან უთხრა ევროკავშირს, ვაქცინის მიწოდება 60%-ით ნაკლები იქნებოდა ბელგიაში არსებული პრობლემის გამო. ევროკავშირმა თქვა, რომ ბელგიიდან ვერ გავა ვაქცინა, სანამ არ გავიგებთ, სად გაგაქვთ ეს ვაქცინა. ეჭვი აქვთ, – ის უფრო მაღალ ფასში გააქვს ასტრა ზენეკას რომელიღაც სხვა ქვეყანაში. არის მეორე მომენტი, – კოვაქსი სადაც ჩვენ ვართ, ის ჯანმომ შექმნა. მან ეს გააკეთა იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებსაც შეხვედროდა. დიდი პრობლემაა, -მხოლოდ მდიდარი ქვეყნების 56% იცრება, დანარჩენები ასე რჩებიან. ალბათ, ვერ გარისკავენ, ასტრა ზენეკა არ მისცენ კოვაქსს, თუმცა ეს როდის იქნება – არ ვიცით”.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები