შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი„ეს ვირუსი გადავიტანოთ როგორმე. ახლა არეულობაა ქვეყანაში, უბედურებაა და ახლა აწყობენ ამ...

„ეს ვირუსი გადავიტანოთ როგორმე. ახლა არეულობაა ქვეყანაში, უბედურებაა და ახლა აწყობენ ამ მიტინგებს?“

22/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„მესამე ტალღა დაიწყო
კიდევ რა ენაზე გითხრათ?!
სპეციალურად ამ სტატიას ვაზიარებ, ვინაიდან ყველაზე დიდი “ანტი კოვიდისტები” (ჩემი ტერმინი) არიან ფინანსისტები/ეკონომისტები … – წერს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე .


გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოში კორინავირუსის მესამე ტალღის დაწყების შესახებ საუბრობს:


„საქართველოში კორინავირუსის მესამე ტალღა დაიწყო. ამაზე ვიფიქროთ ახლა.

მიზეზი, რატომაც აფეთქდნენ ნაცები, ყოფილა ჩემი პოსტი, სადაც კორონავირუსისგან თავდასაცავად რჩევები ჩამოვწერე. მათ შორის, მოერიდეთ საზოგადოებრივი თაცშეყრის ადგილებს. ჩვენ საქართველოში მეორე ტალღა იმიტომ გვქონდა, რომ არჩევნები არ გადაიდო. ხომ გაფრთხილებდით მაშინ?! 2 მილიონი ადამიანი მიიყვანეთ საარჩევნო უბნებთან. ხომ მიიღეთ მეორე ტალღა?! ახლა მიტინგს რაც შეეხება. კი, უნდა გამოხატო შენი აზრი, მაგრამ ეშმაკობას გასწავლით. გააკეთე მიტინგი 2 მეტრიანი დისტანციით, ნებისმიერი დრონით უფრო მეტი გამოჩნდებით. ან მოითმინეთ ზაფხულამდე და მერე ჩაატარეთ მიტინგები.


არც ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ამბობს, – მე მოვაწყობ მიტინგს, ეს არ არის სახალხო პარტია. პარტიები, რომლებიც ამ პანდემიისას მოუწოდებთ ხალხს თავშეყრისკენ, მიტინგისკენ, თქვენ ხართ პასუხისმგებლები, რომ ქვეყანაში დაჩქარდეს მესამე ტალღა. წესით, მესამე ტალღა უნდა იყოს საქართველოში აპრილის მესამე კვირაში, მაგრამ ყველაფერს აკეთებთ, ქვეყანაში მესამე ტალღა რაც შეიძლება, მალე დაიწყოს.

თქვენ თუ პოლიტიკოსები ერთმანეთში ვერ მორიგდით, მე რა შუაში ვარ?! მე ვარ მოქალაქე – ეს არის ხალხის სათქმელი.


ეს ვირუსი გადავიტანოთ როგორმე. ახლა არეულობაა ქვეყანაში, უბედურებაა და ახლა აწყობენ ამ მიტინგებს? რა დროს მიტინგია, ხალხო?! კარგი, გამოვიდა ხალხი მიტინგებზე, მერე?! ვინმე არის ქვეყანაში, რომელიც მართლა ფიქრობს ქვეყანაზე? დამისახელეთ სახელი და გვარი, პრობლემა არ არის, დავეხმარები, დავუდგები გვერდით, მაგრამ ვის უნდა დავუდგე გვერდზე?! მთავრობიდანაც მირეკავენ, რჩევას მეკითხებიან. მე არავის ვეუბნები უარს, ყველაფერში არ მეთანხმებიან, ყველაფერს პირდაპირ ვეუბნები, რაც შესაცვლელია.


მოკლედ, ჩემმა პოსტმა, რომ მოერიდოს ხალხი თავშეყრას, გააღიზიანა ნაცები.


აქამდე მაბრალდებდნენ ნაცი ხარო, ვუმტკიცებდი, არა-თქო – არ მიჯერებდნენ. აგერ ახლა ბატონმა რომან გოცირიძემ ოფიციალურად გამოაცხადა, ფხაკაძე ნაციონალი არ არისო. ჩემი არავის არ სჯეროდა, დიდი მადლობა, ბატონო რომან, თქვენსას დაიჯერებენ, იმედია.


და ბოლოს, მე მჯერა, სიყვარული არის ერთადერთი, რაც გადაარჩენს ამ დედამიწას. მე არ მჯერა პოლიტიკური პოლარიზაციის, გახლეჩვის, სიძულვილის ენის – ამ ყველაფერს არა აქვს მომავალი.


დაბოლოს, ჩემი მოსაზრებით, ქვეყანაში ცვლილებებია საჭირო, მაგრამ პანდემიის დროს რადიკალური ცვლილებები საშიში იქნება. ნუ, ზოგიერთი ადამიანი გასაშვებია სახლში და პენსიაზე, მაგაზე არაა საუბარი, მაგრამ დიდ ცვლილებებს მე ვეწინააღმდეგები. იმიტომ, რომ დიდი ცვლილებები იქნება დიდი ქაოსი და უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდებით. ხალხო, პანდემიაა და გიორგი ფხაკაძე ოფიციალურად ამბობს, – საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა ნელ-ნელა გვეპარება. დავეხმაროთ ერთმანეთს. არ გვინდა ნეგატივი და გახლეჩვა. არ წახვიდეთ მიტინგებზე, თუ წახვალთ, მხოლოდ ორმეტრიანი დისტანციით და “…

რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:


„დამდგარა და ერთი ექსპერტი თუ მოექსპერტო ტიპი გაჰკივის, ასტრა-ზენეკა მხოლოდ 55 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებმა უნდა გაიკეთონო. ეს კაციღა გვაკლდა ისედაც დაბნეულ ჩვენს საზოგადოებას”.


გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე 27 წლის მედდის მეგი ბაქრაძის გარდაცვალებაში დამნაშავედ არა ვაქცინას, არამედ სისტემას ასახელებს და იმ პირებს ვინც ვაქცინაციის პროცესზე პასუხისმგებლები არიან.


„ევროკავშირის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებმა, გასცეს თანხმობა, რომ “ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება შესაძლებელია. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დამატებითი განცხადება გააკეთა, რასაც მეც ვეთანხმები, -არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გამოყენებული “ასტრაზენეკა” 55 წლამდე ადამიანებში”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



„მსოფლიოში კორონავირუსის მესამე ტალღაა, ბევრი მთავრობა იძულებული გახდა ისევ ჩაკეტონ ქვეყნები…

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%95-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%99%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9C-%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A7%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები