სამშაბათი, მარტი 18, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიImpact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი დაიწყო, რაც ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას ისახავს მიზნად. ამ წლის შესარჩევ კონკურსში 80-მდე სტარტაპმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 22 გუნდი შეირჩა, რომელიც მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკუთარ სტარტაპებზე იმუშავებს.

მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას პროდუქტების განვითარებისა და ვალიდაციის სფეროში, იმუშავებენ მომხმარებლის სეგმენტაციაზე, ჩამოაყალიბებენ ფასეულ შეთავაზებებს, დაესწრებიან ტრენინგებს მარკეტინგის, ბრენდინგისა და გაყიდვების საკითხებში. აქსელერატორი ასევე მოიცავს Growth Marketing-ს, ბაზარზე შესვლის სტრატეგიას, ტექნიკური პროდუქტების შექმნას (MVP), ბიზნესმოდელებს და დაფინანსების წყაროების მოძიებას. გუნდები აქტიურად იმუშავებენ Pitch Deck-ის აწყობასა და პრეზენტაციის უნარების განვითარებაზე.

აქსელერატორი 12 კვირის განმავლობაში მიმდინარეობს და მოიცავს ძირითად კომპონენტებს: ადგილობრივი და საერთაშორისო ბუთქემფი, თემატური სესიები, ინდივიდუალური შეხვედრები მენტორებთან, ნეთვორქინგ ღონისძიებები, სამუშაო სივრცით სარგებლობა და დემო დღე, სადაც სტარტაპები თავიანთ პროექტებს ინვესტორებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე წარადგენენ.

აღსანიშნავია, რომ წელს Impact Hub Tbilisi-ს აქსელერატორი Google for Startups-თან თანამშრომლობს, რაც მონაწილე სტარტაპებს ახალ შესაძლებლობებსა და გამოცდილებას სთავაზობს. პროექტის ბოლოს, შერჩეული გუნდები სასწავლო ვიზიტით მადრიდში გაემგზავრებიან, სადაც გაიცნობენ ევროპულ სტარტაპ ეკოსისტემას.

შერჩეული სტარტაპები:

  • Ally – ნეთვორქინგ აპლიკაცია მომხმარებლებს აძლევს საშუალებას გამოიყენონ ერთმანეთის კონტაქტები პროფესიული საქმის მოსაგვარებლად.
  • Aloha – პლატფორმა HoReCa სექტორში ჩართულ ბიზნესებს ეხმარება მომხმარებელთა ლოიალობის გაზრდაში.
  • Altera-Tax Compliance – პლატფორმა ალგორითმის გამოყენებით მცირე და საშუალო ბიზნესებს სთავაზობს საგადასახადო და ბუღალტრული ინფორმაციის დამუშავებას.
  • io – პლატფორმა ერთმანეთთან აკავშირებს კედლის მხატვრებს დამკვეთებთან და ამავდროულად AI/AR ტექნოლოგიის საშუალებით ქმნის კედლის არტს წუთებში.
  • Bit Solutions – ვებ.პლატფორმა ხელს უწყობს ბიზნესებს, მონაცემებზე დაყრდნობით, გადაწყვეტილების მიღებაში, ხარჯებისა და რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით.
  • Calendo – სერვისების დაჯავშვნის პორტალი, რომელიც ინტეგრირებულია კომპანიების შიდა ERP სისტემთან.
  • Certify Hub: E-Legal Solutions – ბიზნესებისთვის და ფიზიკური პირებისთვის ინდივიდუალურად მორგებული ელ. კომერციის პლატფორმა, რომელიც ამარტივებს ბიუროკრატიული სერვისების მიღებას.
  • DAILOGY – მესენეჯერ-ჩატ აპლიკაცია აღიქვამს დისფუნქციურ ტექსტებს და აგენერირებს შესაბამის ფუნქციურ, პოზიტიურ კომუნიკაციას, რითაც ამარტივებს ურთიერთობას ორ სუბიექტს შორის.
  • Doer – პლატფორმა აკავშირებს დამწყებ ტექ ენთუზიასტებს ერთმანეთთან ერთი იდეის გარშემო.
  • DocHub – პლატფორმა სრულად უზრუნველყოფს ხელშეკრულების შექმნის, გაფორმებისა და მართვის პროცესების ავტომატიზაციას.
  • Hiera – ვებ.პლატფორმა ამარტივებს ინტერიერის დიზაინერებისა და სტუდიების სამუშაო პროცესს, პროექტის მართვას, ნამუშევრების გაზიარების შესაძლებლობასა და უკუკავშირის მიღებას.
  • WORLD – სოციალურ ქსელებს შიგნით ვაჭრობისთვის განკუთვნილი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საძიებო სისტემა.
  • Quissly – ელ.კომერციის ბუნებრივ ენაზე მოსაუბრე თანამგზავრი, რომელიც ეხმარება ელ. კომერციის მაღაზიებს გაყიდვების გაზრდაში, მათი მომხმარებლებისთვის სასურველი შეთავაზებების მეშვეობით.
  • Ringovet – პირველადი სასწრაფო ვეტერინარული დახმარების ადგილზე გამოძახების მობილური აპლიკაცია, რომელიც ამავდროულად ზრუნავს მიუსაფარი ცხოველების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე.
  • SHARA – Coach Agile Teams – ეჯაილ მიდგომების და პრაქტიკების მართვის ციფრული ხელსაწყო/ვებ.აპლიკაცია, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს ეჯაილ ტრანსორმაციისა და მიდგომების ეფექტურად განხორციელება/განვითარებაში.
  • Skippit – SaaS აპლიკაცია სააგენტო და საკონსულტაციო ბიზნესებისთვის, რომელიც ყველა საოპერაციო პროცესს და მონაცემს ერთ პლატფორმაზე აერთიანებს და მმართველ გუნდს ეხმარება პროექტებისა და ბიზნესის ეფექტურად, მონაცემებზე დაყრდნობით, მართვაში.
  • Skratchville – მარკეტინგის გემიფიკაცია D2C და B2C-სთვის.
  • Strive – ვიდეო თამაშების ქოუჩინგის მარკეტფლეისი, რომელიც ერთის მხრივ, დამწყებ გეიმერებს ეხმარება საკუთარ ბიუჯეტსა და საჭიროებებზე მორგებული ქოუჩინგ სერვისების მიღებაში, მეორეს მხრივ, გამოცდილ გეიმერებს გეიმინგ უნარების მონეტიზაციის საშუალებას აძლევს.
  • Tripcamp – მობილური აპლიკაცია ბუნებაში დასვენების მოყვარულებისთვის, რომელიც მოგზაურებს აძლევს შესაძლებლობას ერთ სივრცეში დაგეგმონ დასვენების სრული პროცესი- იპოვნონ და დაჯავშნონ დასარჩენი ადგილები, მიიღონ ინფორმაცია ლოკალური გამოცდილების, ტურების თუ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
  • io – მარკეტინგის ავტომატიზაციის პლატფორმა უზრუნველყოფს მარკეტინგული კონტენტის დაგეგმვას, შექმნას, გამოქვეყნებასა და ანალიზს სხვადასხვა პლატფორმისთვის.
  • Webook – ონლაინ ჩაწერების პლატფორმა თავის მოვლის ინდუსტრიისთვის.
  • World Tourist – ტურისტული აკლიკაცია, რომელიც მოგზაურებს უნიკალური ადგილობრივი გამოცდილების აღმოჩენისა და ფასდაკლებების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც 2021 წელს დაარსდა, მიზნად ისახავს ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას და ამ დროისთვის 81 სტარტაპმა 2 მილიონ ევრომდე ინვესტიციის/გრანტის მოპოვება მოახერხა.

მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ აქ.

მხარდამჭერები: EFSE Entrepreneurship Academy, თიბისის პროგრამა სტარტაპერი.

#drpkhakadze #davidiani

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

17 March, 2025
რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას – კვლევა

რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას – კვლევა

მარტი 17, 2025
UNIKO აკადემია – 25 წელი განათლების ლიდერი საქართველოში

UNIKO აკადემია – 25 წელი განათლების ლიდერი საქართველოში

17 მარტი 2025
სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

მარტი 17, 2025
მესხეთი და სოფელი აწყვიტა – მიწისქვეშა მესხეთი, ადგილი რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არა ერთი შემოსევა და დარბევა გადაიტანა.

მესხეთი და სოფელი აწყვიტა – მიწისქვეშა მესხეთი, ადგილი რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არა ერთი შემოსევა და დარბევა გადაიტანა.

მარტი 17, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

მარტი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
შაქარი: სასარგებლო თუ მავნე?

შაქარი: სასარგებლო თუ მავნე?

მარტი 17, 2025
როგორ დავთრგუნოთ მადა და როგორ გავხდეთ საგაზაფხულოდ

როგორ დავთრგუნოთ მადა და როგორ გავხდეთ საგაზაფხულოდ

მარტი 17, 2025
გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

17 მარტი 2025
Google-მა Gemma 3 გამოუშვა — ახალი AI მოდელი გლობალური ინოვაციისთვის

Google-მა Gemma 3 გამოუშვა — ახალი AI მოდელი გლობალური ინოვაციისთვის

მარტი 17, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები