პარასკევი, აპრილი 18, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიგართობა/დასვენებაროგორია მყუდრო და ოჯახური გარემო მუქი ფერებით

როგორია მყუდრო და ოჯახური გარემო მუქი ფერებით

მუქი ფერების მოყვარულებს აუცილებლად მოეწონებათ სტატიაში ნაჩვენები აპარტამენტის ინტერიერი . მუქი ფერებითა და დახვეწილი ავეჯით , სწორი ხაზებითა და სასიამოვნო განათებით შექმნილი სიმყუდროვე აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას . აპარტამენტის ვიზუალიზაცია და ინტერიერი რაფალ ჰანსკის ეკუთვნის.

აპარტამენტი  დახვეწილი , შავი , ნაცრისფერი და სპილენძისფერის ტანდემითა და თვალისმომჭრელი ხაზებითაა შექმნილი  . საერთო ოთახი L – ის ფორმისაა . დივანი შავი უსწორმასწორო ფილებით მოპირკეთებული კედლის პირდაპირ დგას . თვალში მოგხვდებათ მაგიდის თავზე დაკიდებული ორი დიდი სანათი , რომლებიც შეიძლება ოთახის მთავარ წერტილად ჩაითვალოს .

ფარდების ჩამოფარების შემდეგ ოთახი ბნელდება და მხოლოდ ინტერიერის გამორჩეული ნაწილები თბილი განათებით ნათდება, დივნის წინ არსებული დიდი ეკრანი კომფორტულ , მყუდრო და ოჯახურ გარემოს ქმნის ინტერიერში  და ილუმინაციის კიდევ ერთი წყაროს ფუნქციასაც ასრულებს .

სამზარეულოს ზონაში გამოყენებულია გლუვი მუქი ნაცრისფერი ზედაპირები, კედლებს თავისივე ფერის მოლდინგები გამორჩეულს ხდის . სპილენძისფერი სახელურები , ონკანი და მცენარეების დაკიდებული სადგამი აცოცხლებენ ავეჯს , მარმარილოს ზედაპირი კი მდიდრულობას სძენს გარემოს .

საძინებელ ოთახში შავი, ნაცრისფფერი და ბეჟი ფერებია . შავი ხის პანელები მრგვალი დაკიდებული სანათებითაა განათებული, ყურადღებას იქცევს სპილენძისფერი ტორშერი. საძნებლის ინტერიერი ჰარმონიაშია საერთო ოახთან ფერებითა და გამოყენებული მასალებით .

 

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყაროhttps

READ  თბილისობა - სახალხო დღესასწაული
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები