ხუთშაბათი, იანვარი 16, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგიფერთა ტრენდული პალიტრა ინტერიერში - 2024 წლის ტენდენცია

ფერთა ტრენდული პალიტრა ინტერიერში – 2024 წლის ტენდენცია

ფერთა ტრენდული პალიტრა ინტერიერში…2024 წლის ტენდენცია…

2024 წლის ფერთა ტენდენციები მაქსიმალურად უსვამს ხაზს განწყობას, გვეხმარება თამამი გადაწყვეტილებების მიღებაში და ორიენტირებულია თავდაჯერებულობის გაზრდაზე. ამ წელს პოპულარული აღარაა რბილი, მსუბუქი და მონოქრომული ფერთა პალიტრები, რაც „უსაფრთხო“ ინტერიერს ქმნიდა. დღევანდელი ტენდენცია მრავალგანზომილებიანი სივრცეების შექმნაა მუქი ჩრდილებისა და ფერების გამოყენებით.

ინტერიერის დიზაინერები ამბობენ, რომ ფერების მიმდინარე ტენდენცია უფრო ცივი და კაშკაშა ტონებისკენ მიისწრაფვის, რადგან ადამიანები უფრო გაბედულები არიან საკუთარ გადაწყვეტილებებით. იმისთვის, რომ 2024 წლისთვის პოპულარული ფერები კარგად შეისწავლოთ, გიზიარებთ რამდენიმე ფერს, რომელიც თქვენს საცხოვრებელს სრულიად ახალ იდენტობას შესძენს.

1.კობალტი

როდესაც საუბარი მუქ და თამამ ფერს ეხება, მუქ ლურჯს არაფერი შეედრება. ეს ფერი ინდივიდუალიზმთან ერთად, ძალიან მომხიბვლელიცაა. კობალტის ლურჯი დიზაინი ერთ-ერთი გამორჩეული ფერია. კობალტის დამატება შეგიძლიათ კედლებზე ან ავეჯის სახით. ეს დომინანტური და ინტენსიური ფერი მთლიანად მოიცავს სივრცეს და ოთახებს შორის გარდაქმნებს ბუნდოვანს ხდის, რაც სივრცეს ვიზუალურადაც აფართოებს.

  1. ნაცრისფერი

კიდევ ერთი ფერი, რომელიც 2024 წელს უნდა სცადოთ, არის ნაცრისფერი.  ნაცრისფერი მშვიდი და კომფორტული ფერია, რომელიც ნათელ გარემოს ქმნის. კედლებზე შეგიძლიათ გამოიყენოთ შედარებით ღია ნაცრისფერი, რომელიც თბილ და ცოცხალ ეფექტებს შექმნის, ხოლო მუქი ნაცრისფერი შედარებით უფრო მკვეთრი განწყობების გაღვიძებაში დაგეხმარებათ. ტრადიციული ნაცრისფერი მიწის ტონებსმიეკუთვნება, მსგავსი ფერები კი, არა მხოლოდ 2024 წელს, არამედ ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად პოპულარულია.

3.მუქი მწვანე

მათთვის, ვინც არ იცის, როგორ გამოიყენოს ისეთი ფერები, როგორიცაა შავი, წითელი, ან მუქი ლურჯი, თუმცა ინტერიერში ინტენსიური ტონების დამატება სურს, მწვანე იდეალური არჩევანია. ამ ფერს შეუძლია სივრცეში მძაფრი ეფექტის შემოტანა, თუმცა არ არის ძალიან მკვეთრი ან გამაღიზიანებელი. გარდა ამისა, მუქი მწვანე ფერის შეხამება შესაძლებელია უამრავ თბილ და სადა ტონთან. ხანდახან მუქი მწვანე ინტერიერში შეიძლება მძიმედ გამოჩნდეს, რა დროსაც მისი თეთრ ფერებთან შეხამებაა საჭირო, დამატებით შავი აქცენტების გამოყენება კი თქვენს ინტერიერს ჰარმონიაში მოიყვანს.

4.ღვინისფერი

ე.წ. ბურგუნდიული ღვინისფერი მდიდრული და მბზინავი ტონია, რომელიც შეიძლება შერწყმული იყოს უამრავ ელფერთან. დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია მისი ნაცრისფერთან შეხამება, რაც განსაკუთრებით კარგად ერგება ისეთ ინტერიერს, სადაც ხის მასალა ჭარბობს. იმის გამო, რომ მკვეთრი წითელი საკმაოდ გამაღიზიანებელი ფერია, დიზაინერები ღვინისფერს გვირჩევენ, როგორც მის იდეალურ შემცვლელს.

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო https://www.homeis.ge/7-pheri-interiershi2024/

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
საბაუდია: რომიდან 1 საათის გზაზე, ზღვისპირა კურორტი ტირენეის ზღვაში

საბაუდია: რომიდან 1 საათის გზაზე, ზღვისპირა კურორტი ტირენეის ზღვაში

15 January, 2025
ლამაზი ღიმილისთვის კბილების გამოხეხვა არ კმარა – შეგრძნებები და სიმპტომები, რომლებიც სიგარეტზე თავის დანებების საწყის ეტაპზე იჩენს თავს

ლამაზი ღიმილისთვის კბილების გამოხეხვა არ კმარა – შეგრძნებები და სიმპტომები, რომლებიც სიგარეტზე თავის დანებების საწყის ეტაპზე იჩენს თავს

იანვარი 15, 2025
ამერიკელი ეპიდემიოლოგი არ გამორიცხავს, რომ ირმის ე.წ. „ზომბის ვირუსი“ ადამიანებზეც გავრცელდეს

ამერიკელი ეპიდემიოლოგი არ გამორიცხავს, რომ ირმის ე.წ. „ზომბის ვირუსი“ ადამიანებზეც გავრცელდეს

15 იანვარი 2025
როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

იანვარი 13, 2025
პანამური პომიდორი: უნიკალური ჯიში და მისი უპირატესობები

პანამური პომიდორი: უნიკალური ჯიში და მისი უპირატესობები

იანვარი 15, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
ზეთა ბანაკი – დაგხვდებათ პატარა, კომფორტული კოტეჯი, კარვები და სასადილო

ზეთა ბანაკი – დაგხვდებათ პატარა, კომფორტული კოტეჯი, კარვები და სასადილო

იანვარი 15, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხორბლის ბურღულის ფლავი

ხორბლის ბურღულის ფლავი

იანვარი 15, 2025
თმის ცვენა მშობიარობის შემდეგ

თმის ცვენა მშობიარობის შემდეგ

იანვარი 15, 2025
Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

14 იანვარი 2025
როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

იანვარი 16, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები