ოთხშაბათი, ნოემბერი 6, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიისტორია/უბნებიყელის ტკივილი და სეზონური ვირუსების გართულებები

ყელის ტკივილი და სეზონური ვირუსების გართულებები

გადაცემა „დილა ფორმულაზე“

თემა: ყელის ტკივილი და სეზონური ვირუსების გართულებები

საუბრობს მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ოტორინოლარინგოლოგი ქეთი გოცაძე:

„ბევრი ვირუსი იწყება ყელის ტკივილით. ყველა რესპირატორული დაავადება მოქმედებს ყელზე, 

ყელის სიწითლის დროს მნიშვნელოვანია დიფერენცირება რამდენად საშიშია და რატომ არის ყელი წითელი. ხახის ლორწოვანი ზონა უნდა იყოს ვარდისფერი, თუ პაციენტი მწეველია, მავნე გარემოში მუშაობს და კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებს, უმრავლესობას ყელში აქვს ქრონიკული სიწითლე.

თუ ავადობაა, უნდა დაერთოს ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება, თუ ვირუსთან გვაქვს საქმე, ყველაფერი ეს ერთად არის.

ხშირად, პაციენტი ამბობს, რომ ჩირქი აქვს ყელში. ეს არის ფიბრიდული ნადები, რაც, შეიძლება გამოიწვიოს ვირუსმა და თეთრი ნადები, – ექიმთან უნდა გაირკვეს, ჩირქია თუ ვირუსული ნადები.

თუ ბავშვის ყელში არის სიწითლე, თეთრი ნადები… ამას თან ერთვის ყლაპვის გაძნელება, ტემპერატურის მატება, უმჯობესია, მშობელმა ბავშვი მალე უნდა მიიყვანოს ექიმთან. თუ არის ზოგადი სისუსტე და ხშირი ავადობა, მაშინ მივდივართ გეგმიურად, რათა გავარკვიოთ „სუსტი ყელი“ აქვს თუ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე.

როდესაც ყელში მორეციდივე სტრეფტოკოკული ინფექციაა, მიკრობი ცივ გარემოში აქტიურდება და ამას მოყვება ყელის ტკივილი. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, როდესაც ბავშვს ექნება იმუნიტეტი, უნდა დავიწყოთ გაკაჟება და უცებ არ მივცეთ ნაყინი, ნელ-ნელა შევაჩვიოთ. სუსტი ყელი გადაილახება, თუ ჩვენ პორციულად მივაწვდით ცივ სითხეს ან ნაყინს. სუსტი ყელის ძირითადი მიზეზი არის იქ ჩაბუდებული სტრეფტოკოკული ინფექცია. თუ ყელი გვეტკინა, ეს ყოველთვის არ ნიშნავს რომ სუსტი ყელი გვაქვს.

თუ გავარკვიეთ, რომ პაციენტს აქვს ვირუსული ტონზილიტი და ფარინგიტი, ამას ანტიბიოტიკი საერთოდ არ სჭირდება. თუ სპეციფიკურ ვირუსთან გვაქვს საქმე – გრიპის ვირუსი, შეგვიძლია ჩავრთოთ ანტივირუსული მკურნალობა.

თუკი მწვავედ მიმდინარე ყელის ტკივილი, რომელიც მოითხოვს ანტიბიოტიკს, არის ძალიან პატარა სეგმენტში. დიაგნოზს სჭირდება სისხლის ტესტი, სწრაფი ტესტი ყელიდან. მიუხედავად იმისა, რომ სიცხე და ჩირქი გვაქვს, თუ დიაგნოზის შედეგად გამოირიცხა ანტიბიოტიკის საჭიროება, მისი ზედმეტად მიღება ქმნის ბაქტერიორეზისტენტობას და შემდეგ, არსებულ ინფექციასთან ანტიბიოტიკებით ბრძოლა აღარ იქნება ეფექტური“.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ბუდაპეშტის 7 ყველაზე ისტორიული ყავის სახლი და კაფე

ბუდაპეშტის 7 ყველაზე ისტორიული ყავის სახლი და კაფე

5 November, 2024
ჯოზეფ პილატესმა შეიმუშავა ვარჯიშების სისტემა, რომელიც აერთიანებდა ფიზიკური ვარჯიშის, იოგასა და ტანვარჯიშის ელემენტებს სხეულის ბალანსის, ძალისა და მოქნილობის მისაღწევად

ჯოზეფ პილატესმა შეიმუშავა ვარჯიშების სისტემა, რომელიც აერთიანებდა ფიზიკური ვარჯიშის, იოგასა და ტანვარჯიშის ელემენტებს სხეულის ბალანსის, ძალისა და მოქნილობის მისაღწევად

ნოემბერი 5, 2024
წყალი 24 საათით შეწყდება – GWP მოსახლეობას აფრთხილებს

წყალი 24 საათით შეწყდება – GWP მოსახლეობას აფრთხილებს

6 ნოემბერი 2024
როგორ გავამრავალფეროვნოთ თეთრი ფერის ინტერიერი? – 3 საინტერესო რჩევა

როგორ გავამრავალფეროვნოთ თეთრი ფერის ინტერიერი? – 3 საინტერესო რჩევა

ნოემბერი 6, 2024
სოფელი ცოცხნარა/შემოდგომა🍁🍂 – ვიდეო –  Giorgi Gogaladze

სოფელი ცოცხნარა/შემოდგომა🍁🍂 – ვიდეო – Giorgi Gogaladze

ნოემბერი 5, 2024
ქალაქი, რომელიც “წყევლას მალავს” და წელიწადში 200 000 ვიზიტორი სტუმრობს

ქალაქი, რომელიც “წყევლას მალავს” და წელიწადში 200 000 ვიზიტორი სტუმრობს

4 ნოემბერი 2024
კახეთში ყველაზე დიდი ტებულოს მთაა. იგი გამოირჩევა როგორც სიდიდით ასევე სილამაზითა და ნასახლარებით

კახეთში ყველაზე დიდი ტებულოს მთაა. იგი გამოირჩევა როგორც სიდიდით ასევე სილამაზითა და ნასახლარებით

ნოემბერი 5, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

ოქტომბერი 30, 2024
კილიან მერფის კარიერა და ცხოვრების უცნობი დეტალები

კილიან მერფის კარიერა და ცხოვრების უცნობი დეტალები

ოქტომბერი 31, 2024
საქართველოს მოსახლეობა მცირდება – 2023 წელს ემიგრაციის მაჩვენებლები რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

საქართველოს მოსახლეობა მცირდება – 2023 წელს ემიგრაციის მაჩვენებლები რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

6 ნოემბერი 2024
ოქტომბერში გაძვირებული მომსახურებები და მათი გავლენა ბაზარზე

ოქტომბერში გაძვირებული მომსახურებები და მათი გავლენა ბაზარზე

ნოემბერი 5, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები