შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგირატომ არის საქართველოში უდიდესი უნდობლობა ვაქცინის მიმართ – რატომ უნდა გაიკეთონ მაღალი...

რატომ არის საქართველოში უდიდესი უნდობლობა ვაქცინის მიმართ – რატომ უნდა გაიკეთონ მაღალი თანამდებობის

14/03/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა:

„ზოგადად ვაქცინაციის საკითხი ისტორიიდან წამოსული, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ქვეყანაში ვაქცინაცია ყოველთვის მუშაობს იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობას აქვს ნდობა სახელმწიფოს მიმართ. სახელმწიფოს მიმართ რაც უფრო დიდა ნდობა მოსახლეობის მხრიდან, მით უფრო მაღალია სახელმწიფო მიერ ჩატარებული ვაქცინაციის პროგრამა.


მეორე საკითხია, სახელმწიფოს პირველი პირები, განსაკუთრებით პოლიტიკური პირები და ის პირები, ვინც იღებს მონაწილეობას ამ პროცესში, უნდა გაიკეთონ ვაქცინა. მსოფლიოში სადაც ვაქცინაცია დაიწყო, ყველგან პირველი პირები იკეთებდნენ ვაქცინას. ეს არის პოლიტიკური გზავნილი, რომ მე ვარ მმართველი და მე მჯერა, რასაც ვაკეთებ, დაინახეთ, მე თქვენთან ერთად ვარ. ქვეყნის ხელისუფალი მაგალითს აძლევს, – მე ვაკეთებ რომ გაჩვენო, – ნუ გეშინია, მე შენთან ერთად ვარ, რამე თუ ცუდად იქნება, ერთად ვიქნებით ცუდად, ყველაფერი თუ კარგად იქნება, ერთად იქნება კარგად. ნდობია მომენტია, შენ ეუბნები მოსახლეობას, – მენდე! საუბარია სუფთა საზოგადოების ჯანდაცვის კუთხიდან.


რა არის გასაკეთებელი? ყველა პოლიტიკოსი, ვინც არის საქართველოში, განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირები, ჯანდაცვის მესვეურები, ყველა, ვინც ჩართული იყო და არის ვაქცინაციის პროგრამაში, ისინი უნდა აიცრან საჯაროდ, უნდა აჩვენონ მოსახლეობას, რომ თქვენთან ერთად ვარ. აი ეს მიგდომა უნდა იყოს, რომ ჩვენ ვართ მოსახლეობასთან. ეს პრაქტიკა არის მთელ მსოფლიოში.

მე მიკვირს, ჩვენი მთავრობის წევრები და ჯანდაცვის სპეციალისტები კომენტარებს აკეთებენ, – მე ისეთი კარგი ვარ, ჩემს ვაქცინას სხვას მივცემ. ეს აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა.


საქართველოში არის უდიდესი უნდობლობა ვაქცინის მიმართ იმიტომ, რომ მოსახლეობას არ ჯერა მთავრობისა და ჯანდაცვის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ქვეყნის მეთაურებმა და ჯანდაცვის მენეჯერებმა გაიკეთონ ვაქცინა“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები