პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი„რჩევები მოსახლეობას ვაქცინაციასთან დაკავშირებით… -საქართველოში ჯანდაცვას აქვს სერიოზული პრობლემები“

„რჩევები მოსახლეობას ვაქცინაციასთან დაკავშირებით… -საქართველოში ჯანდაცვას აქვს სერიოზული პრობლემები“

20/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში პრობლემებზე, ასევე ვაქცინაციის პროგრამაზე საუბრობს:
„საქართველოში ჯანდაცვას აქვს სერიოზული პრობლემები.
ადამიანების 70% კვდება რეანიმაციაში, როცა ისინი არ უნდა კვდებოდნენ. ეს ნიშნავს, რომ თავად ჯანდაცვის სისტემაა ავად და სჭირდება დახმარება.
ვაქცინაციის გაკეთების შემდეგ ახალციხეში მედიცინის მუშაკის გარდაცვალების ტრაგიკულმა ფაქტმა საჯაროდ ამოატივტივა ჯანდაცვის სექტორში არსებული სერიოზული პრობლემები.
სისტემის მოუმზადებლობა, ტრენინგების არჩატარება, ჯანდაცვის მუშაკების დაბალი ანაზღაურება – საქართველოში ჯანდაცვას აქვს სერიოზული კომპლექსური პრობლემები, რომლებიც წლებია, არსებობს, მაგრამ მათ მოგვარებაზე არავინ ფიქრობს, და არ თქვა, რომ მაგალითად, ექიმებს სჭირდებათ უწყვეტი სამედიცინო განათლება.
არავინ საუბრობს შემდეგზე – ექიმებს უნდა ჰქონდეთ ისეთი ანაზღაურება, რომ არ სჭირდებოდეთ რამდენიმე ადგილას მუშაობა. ექიმებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სამუშაო პირობები. ჯანდაცვის სამინისტრო იმის ნაცვლად, რომ აღიაროს შეცდომები, შეცდომებზე ახალ შეცდომებს ამატებს. ის, რაც ხდება კონკრეტულად, ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით, მსოფლიოს ჩამორჩენილ ქვეყნებშიც კი არ ხდება.
ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კობტროლის ეროვნული ცენტრი – ესენი არიან საქართველოში ყველაზე დიდი ანტივაქსერები, ყველაფერი გააკეთეს, რომ ადამიანებს არ ჰქონოდათ სწორი ინფორმაცია, ვაქცინაციის პროცესი ყოფილიყო არასწორად მართული, ფაქტიურად არ მიმდინარეობს ვაქცინაციის კვალიფიციური საინფორმაციო კამპანია.


რა უნდა გაკეთდეს?!

1.პირველ რიგში, უნდა იყოს პროფესიონალიზმი ყველაფერში, თან ჩვეულებრივი კი არა, უმაღლესი პილოტაჟის პროფესიონალიზმი.
2.უსაფრთხოება ჯანდაცვის სისტემაში ყველგან 1000%-ით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. რაიმე საკითხი თუ საეჭვოა, პროცესი დროებით უნდა შეჩერდეს და არა გაჩერდეს. უნდა შეჩერდეს, გასწორდეს, მოწესრიგდეს დ შემდეგ გაგრძელდეს.
3.აუცილებელია, ვაქცინაცია იყოს ნებაყოფლობითი. ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სწორი ინფორმაცია, შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება და იგრძნოს პასუხისმგებლობა. მედიასივრცეში უნდა იყოს ღია დიალოგი ანტივაქსერებსა და ვაქცინის პროპაგანდისტებს შორის, საზოგადოებამ სრულყოფილი ინფორმაციის მიღება რომ შეძლოს. მთავარია, დიალოგი იყოს ღია, გამჭვირვალე და არაფერი დავმალოთ. ამაში განსაკუთრებით დიდია მედიის როლი და მედიასაშუალებებს ამ საქმეში დახმარებას გთხოვთ.


რჩევები მოსახლეობას ვაქცინაციასთან დაკავშირებით:
1)55 წლის ქვემოთ ასაკის ადამიანმა “ასტრაზენეკათი” ვაქცინაციისგან თავი უნდა შეიკავოს. ამ ასაკს ქვემოთ უნდა იყოს გამოყენებული, მაგალითად, „ფაიზერის“ ვაქცინა.
2.არსებობს მედიკამენტების ჩამონათვალი, რაც ასაცრელმა პირმა ცვაქვინაციამდე ორი კვირით ადრე არ უნდა მიღოს. ამის შესახებ ინფორმაცია მოქალაქეს უშუალოდ ექიმმა უნდა მიაწოდოს.
3.კატეგორიულად აკრძალულია ვაქცინაციამდე ორი დღით ადრე და ვაქცინის გაკეთების შემდეგ ორი კვირა ალკოჰოლის მიღება. საუკეთესო, თუ მოქალაქე ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებამდე ალკოჰოლისგან თავს შეიკავებს.
4.ვაქცინის გაკეთების შემდეგ პირველი 15 წუთი პაციენტი უნდა იყოს განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ. სასურველია, რომ აცრილმა პირმა სამედიცინო დაწესებულება ვაქცინის გაკეთებიდან მხოლოდ 45 წუთის შემდეგ დატოვოს
5.მოქალაქემ უნდა მოითხოვოს, ვაქცინის ბარათში ჩაუწერონ გაკეთებული ვაქცინის სერიული ნომერი.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

24 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

24 ოქტომბერი 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები