კვირა, აპრილი 6, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი„სასაფლაოების დაკეტვა არის უნიათობა, მავნებლობა… – ქვეყანაში ყველაფერი გახსნილია“

„სასაფლაოების დაკეტვა არის უნიათობა, მავნებლობა… – ქვეყანაში ყველაფერი გახსნილია“

01/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ჩემი მოსაზრება არის ასეთი: – ქვეყანას ხსნი ან ქვეყანას კეტავ! ქვეყანაში ყველაფერი გახსნილია, ტრანსპორტი არის ხალხით გადაჭედილი და სასაფლაოზე გასვლაა პრობლემა?! ვითომ დაკეტვები არის თავის მოტყუება!

სასაფლაოების დაკეტვა აღდგომის დღესასწაულის დღეებში არის უნიათობა და არაპროფესიონალიზმი, არაპროფესიონალური მავნებლობა

ვიცით, რომ ვირუსი არსად არ აპირებს წასვლას, ინდური შტამი გავრცელდა ჩვენს რეგიონში და ალბათ, საქართველოში იქნება შემოსული. თურქეთი ჩაიკეტა, ალბათ, აზერბაიჯანიც ჩაიკეტება მალე, რუსეთშიც კი ვეღარ მართავენ პანდემიას“, – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.

ვრცლად ნახეთ:

საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია – სტუმარი გიორგი ფხაკაძე – ესაუბრება ჟურნალისტი მეგი საჯაია -ვიდეო

ლინკი: https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=1402979060054859



მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ინფორმაციას ავრცელებს:
„3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს; სადღესასწაულო დღეებში კი სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება, – აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.


საბჭომ განიხილა ინფიცირების შემთხვევების ზრდის დინამიკა, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში. აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევებთან ერთად, მზარდია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა გეგმა, როგორც დამატებითი საწოლფონდის მობილიზების, ისე მედიკამენტების, ჟანგბადის თუ ტესტების მარაგების მართვის კუთხით, და აღინიშნა, რომ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი სისტემა მზად არის, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა სრულად მართავს პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ჯგუფების ტესტირება, მაისის განმავლობაშიც სახელმწიფო დაფინანსებით გაგრძელდება;
რაც შეეხება მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულს, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი;


ამასთან, გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, იმოქმედებს 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე;
სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები;


4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა; პარალელურად, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, აქტიურად გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი.
შესაბამისი უწყებების მხრიდან კვლავ გრძელდება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი;


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს ვითარების დეტალური ანალიზის შედეგად მიიღებს“.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა :

„სოფელში ადამიანს არავინ აუკრძალავს საფლავზე გასვლას, მაგრამ დიდი სუფრა არ იყოს. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მეტი აქცენტი კეთდება თბილისსა და დიდ ქალაქებზე.
არავინ უშლის ადამიანებს მთელი კვირის განმავლობაში ერთი-ორი ადამიანი მივიდეს საფლავზე და დაანთოს სანთელი. განსაკუთრებული მონიტორინგი იქნება არასასიამოვნო ტრადიციაზე, -ეს არის სუფრის გაშლა.
ყველასთან იქნება ძალიან მოკრძალებული თხოვნა, ორშაბათ-სამშაბათს თავი შევიკავოთ საფლავზე გასვლისგან. ყველა ამ ორ დღეს ცდილობდა სასაფლაოზე გასვლას; ხომ შეიძლება გადანაწილდეს?!“


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:
„აღდგომის დღესასწაულზე საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი;
გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, იმოქმედებს 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე;

სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები.


4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა” .
2 მაისს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



მასალის გამოყენების პირობები
READ  ერთი ჰოთ-დოგი ჯანსაღი ცხოვრების 36 წუთს გვართმევს - კვლევა
მსგავსი სიახლეები
მისორე: სასახლეების ქალაქი სამხრეთ ინდოეთში

მისორე: სასახლეების ქალაქი სამხრეთ ინდოეთში

3 April, 2025
აფლატოქსინის შემოწმების მსოფლიოში არსებული უმაღლესი სტანდარტით ვხელმძღვანელობთ – სეს

აფლატოქსინის შემოწმების მსოფლიოში არსებული უმაღლესი სტანდარტით ვხელმძღვანელობთ – სეს

აპრილი 4, 2025
საქართველოში მიწისძვრა მოხდა – ეპიცენტრი თბილისიდან 4 კმ-ში იყო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა – ეპიცენტრი თბილისიდან 4 კმ-ში იყო

6 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები