შაბათი, იანვარი 11, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი„შემდეგი იქნება უკრაინა“, პასუხი რა იყო, იცით?! “ეს შეუძლებელია”...

„შემდეგი იქნება უკრაინა“, პასუხი რა იყო, იცით?! “ეს შეუძლებელია”…

09/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ 2008 წლის გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ.


„შემდეგი იქნება უკრაინა”, ამას ვამბობდი მე 2008 წლის აგვისტოში, მაშინ მექსიკაში ვიყავი… და მერე ბრიუსელშიც ვიყავი… პასუხი რა იყო, იცით?! “ეს შეუძლებელია”, “რას პანიკობ”, “ეს ზღაპარია”, “ნუ აზვიადებ”…


2022 წლის თებერვალში ვთქვი “დაიწყო მე-3 მსოფლიო ომი”, მაშინ ვიყავი ჟენევაში,, მერე პარიზში და ბრიუსელში ვიყავი… პასუხი რა იყო, იცით?! “ეს შეუძლებელია”, “რას პანიკობ”, “ნუ აზვიადებ”… ჩემი პასუხი იყო მარტივი: “იქნება შიმშილი”, იქნება ახალი პანდემიები”, “იქნება ენერგორესურსებისთვის უფრო სასტიკი ბრძოლა”, “იქნება ლოკალური და, სავარაუდოდ, რეგიონული კონფლიქტები/ომები”, ”იქნება ქაოსი და არეულობა”…


სად ვართ ახლა? შიმშილი დაიწყო, ომები დაიწყო, კონფლიქტები დაიწყო, ენერგორესურსებისთვის ომი დაიწყო და პანდემია გრძელდება და მეტიც, ახალი პანდემია შემოგვემატა…


რა ვქნათ?!


2008 წლის გაკვეთილი უნდა ვისწავლოთარა მარტო ქართველებმა, პირველ რიგში, ევროპელებმა


არ უნდა დაგვავიწყდეს 2008 წლის აგვისტოსაქართველომ გადაიხადა უდიდესი ფასი და ამის დავიწყება არის ზუსტად ქართველობის დავიწყება


ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილები, ფხიზლები, მობილიზებულები და სიბრძნე მოვძებნოთ საკუთარ თავში


არ ავყვეთ ემოციებს და ცივი გონებით დავიცვათ ჩვენი სამშობლო ყველგან, სადაც შეგვიძლია


დიახ, იქ, სადაც შეგვიძლია


და ბოლოს, მტრის ენა უნდა იცოდე მტერზე უკეთესად, მტრის ჩვევები ისე კარგად უნდა შეისწავლო, რომ მასზე უკეთესად იცოდე, რა უყვარს და რა არა. გვახსოვდეს როცა მტერი შენზე 100-ჯერ ძლიერია და შენ არ გყავს გვერდზე ძლიერი მხარდამჭერი, მტერთან ახლოს უნდა იყო და დიახ, დათმობაზეც უნდა წახვიდე მაგრამ არასდროს არ უნდა დაგავიწყდეს რომ ის შენი მტერია


ერთადერთი გზა საქართველოსთვის არის ის, რომ გავხდეთ ძლიერი ოჯახის წევრი და რაც შეიძლება მალე


საქართველო გაიმარჯვებს!“


2022 წლის 8 აგვისტო.



რუსეთის მიერ საქართველოსთან წარმოებულმა ომმა შეიწირა 228 მშვიდობიანი მოქალაქე, გარდაიცვალა 14 პოლიციელი, დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვა 150 000-მდე ადამიანმა. დღემდე დევნილის სტატუსს ატარებს 30 000-მდე პირი. განადგურდა 35 ათასი საცხოვრებელი სახლი. მიწასთან გასწორდა 53 ქართული სოფელი. ოკუპირებულია 5 ხეობა და 125 სოფელი.


აღსანიშნავია, რომ 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. 8 ოქტომბერს საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან გასვლა დაასრულა, მაგრამ რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები დარჩა მათ შორის იმ ტერიტორიებზეც, რომლებსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა. დღეს კი ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20 %.


რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
როგორ გავატაროთ 4 დღე აბუ-დაბიში

როგორ გავატაროთ 4 დღე აბუ-დაბიში

10 January, 2025
პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი

იანვარი 9, 2025
The New York Times-მა ქუთაისი 2025 წელს მოგზაურობისთვის ერთ-ერთ სასურველ ადგილად დაასახელა

The New York Times-მა ქუთაისი 2025 წელს მოგზაურობისთვის ერთ-ერთ სასურველ ადგილად დაასახელა

10 იანვარი 2025
2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

დეკემბერი 30, 2024
როგორ გაწმინდოთ რეცხვის გარეშე დუტი ისე, რომ არ დააზიანოთ

როგორ გაწმინდოთ რეცხვის გარეშე დუტი ისე, რომ არ დააზიანოთ

იანვარი 9, 2025
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
ამ დღეს ,,კალანდას“ უწოდებენ – სად და როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს

ამ დღეს ,,კალანდას“ უწოდებენ – სად და როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს

იანვარი 9, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

იანვარი 8, 2025
3 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საახალწლო ფილმი

3 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საახალწლო ფილმი

იანვარი 8, 2025
ტრამპი პუტინთან შეხვედრისთვის ემზადება

ტრამპი პუტინთან შეხვედრისთვის ემზადება

10 იანვარი 2025
საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

იანვარი 8, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები