სამშაბათი, მარტი 18, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიSheni Tbilisi9-12 მაისს Factory Tbilisi-ში თბილისის კულტურის კვირეული გაიმართება

9-12 მაისს Factory Tbilisi-ში თბილისის კულტურის კვირეული გაიმართება

რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სახელოვნებო ღონისძიება “თბილისის კულტურის
კვირეული” Factory Tbilisi-ში 9-12 მაისს გაიმართება.

თანამედროვე ხელოვნების სივრცედ გარდაქმნილი ყოფილი
კოკა-კოლას ქარხანა კიდევ ერთხელ უმასპინძლებს მსგავსი მასშტაბის ღონისძიებას. Factory Tbilisi-ს
დანიშნულება თანამედროვე ქართული და საერთაშორისო კულტურის პოპულარიზაციაში ზუსტად ეხმიანება
Culture Week Tbilisi-ის კონცეფციას.

კვირეული ფართო აუდიტორიისთვის 9 მაისს 19:00 საათიდან გაიხსნება
და 12 მაისი ჩათვლით უმასპინძლებს ვიზიტორებს. “თბილისის კულტურის კვირეულის“ წლევანდელი სეზონი
ეძღვნება ევროპის დღეებს და მიზნად ისახავს ქართული ისტორიის და ხელოვნების საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას.

Culture Week Tbilisi, აერთიანებს ხელოვანებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, კინორეჟისორებს, ასევე პრესის და
ხელოვნების სფეროს გავლენიან წარმომადგენლებს. 50-მდე საერთაშორისო სტუმარი, სპეციალურად ამ
ღონისძიებისთვის მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან, კვირეულის გასაშუქებლად ეწვევიან – Forbes USA, The
Guardian, SouthChina Morning Post, Washington Post, Elle Japan, madame Figaro Japan, GQ Japan.

ამასთან ერთად სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ ქართველი და საერთაშორისო არტისტების
ნამუშევრები, კურირებული გამოფენები და უკეთესად გაეცნონ ქართულ კულტურას, ხელოვნებას, დაესწრონ
კინოჩვენებებს, კონცერტებს და მრავალფეროვან პროგრამას.

“თბილისის კულტურის კვირეულში“ წელს 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტი მიიღებს
მონაწილეობას. მათი ნამუშევარი Factory Tbilisi-ს სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებში იქნება წარდგენილი.
“თბილისის კულტურის კვირეულის“ ამ პერიოდის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია
იხილეთ პროგრამაში.

საგამოფენო სივრცე ფართო აუდიტორიისთვის ღია იქნება 9 მაისს 19:00-დან 22:00 საათამდე, 10-12 მაისს კი
12:00 საათიდან 21:00 საათამდე.
„Culture Week Tbilisi“- ს პარტნიორები არიან: Coca-Cola, McDonalds საქართველო, m², Mastecard, SOLO,
PSP, Uber Black, Caparol, Aptos, Zoommer, Philip Martin’s Georgia, The Makeup Institute Georgia.

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

17 March, 2025
რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას – კვლევა

რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას – კვლევა

მარტი 17, 2025
UNIKO აკადემია – 25 წელი განათლების ლიდერი საქართველოში

UNIKO აკადემია – 25 წელი განათლების ლიდერი საქართველოში

17 მარტი 2025
სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

მარტი 17, 2025
მესხეთი და სოფელი აწყვიტა – მიწისქვეშა მესხეთი, ადგილი რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არა ერთი შემოსევა და დარბევა გადაიტანა.

მესხეთი და სოფელი აწყვიტა – მიწისქვეშა მესხეთი, ადგილი რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არა ერთი შემოსევა და დარბევა გადაიტანა.

მარტი 17, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

მარტი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
შაქარი: სასარგებლო თუ მავნე?

შაქარი: სასარგებლო თუ მავნე?

მარტი 17, 2025
როგორ დავთრგუნოთ მადა და როგორ გავხდეთ საგაზაფხულოდ

როგორ დავთრგუნოთ მადა და როგორ გავხდეთ საგაზაფხულოდ

მარტი 17, 2025
გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

17 მარტი 2025
Google-მა Gemma 3 გამოუშვა — ახალი AI მოდელი გლობალური ინოვაციისთვის

Google-მა Gemma 3 გამოუშვა — ახალი AI მოდელი გლობალური ინოვაციისთვის

მარტი 17, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები