შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგითავს არიდებს ანტისხეულებს, ახალი შტამით დაინფიცირების ალბათობა მაღალია - გიორგი ფხაკაძე

თავს არიდებს ანტისხეულებს, ახალი შტამით დაინფიცირების ალბათობა მაღალია – გიორგი ფხაკაძე

22/08/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალ შტამზე BA.4.6 შტამზე წერს და ამბობს, რომ ამ ახალი შტამით დაინფიცირების ალბათობა მაღალია.


„ჩვენ კი „დავამთავრეთ“ კოვიდი, მაგრამ კოვიდი ჯერ არ აპირებს დამთავრებას და ეს არის ფაქტი!


მარტო ამერიკაში კოვიდი დღიურად 400 ადამიანს კლავს და ის მე-4 ადგილზეა სიკვდილიანობის მიზეზების ჩამონათვალში – გულის დაავადებების, კიბოების და ინსულტების შემდეგ… BA.4.6 არის უკვე მე-7 „ომიკრონის“ მუტაცია, რომელიც წამოვიდა აფრიკიდან. აფრიკა არის ყველაზე არავაქცინირებული კონტინენტი დედამიწაზე….


სამწუხაროდ, ეს ვარიანტი „თავს არიდებს” ანტისხეულებს. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თუ გადაიტანეთ კოვიდი და ანტისხეულების ძალიან მაღალი მაჩვენებელი გაქვთ თქვენ, მაგრამ მაინც დაცული არ ხართ.


ამ ახალი შტამით დაინფიცირების ალბათობა არის საკმაოდ მაღალი. შესაბამისად BA.5 ვარიანტზე 10% უფრო მალე ვრცელდება BA.4.6 ვარიანტი. სამედიცინო პირბადე მოიმარაგეთ!“, – წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/covid-19/tavs-aridebs-antiskheulebs-akhali-shtamit-dainphitsirebis-albatoba-maghalia-giorgi-phkhakadze


READ  კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციამ Accreditation Canada (AC) ვივო მედიქალ ჯგუფის...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები