შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი„წმინდა გიორგი იფარავს საქართველოს. ჩვენ ისეთი რაღაცეები გადავიტანეთ, რაც მეცნიერულად შეუძლებელი“

„წმინდა გიორგი იფარავს საქართველოს. ჩვენ ისეთი რაღაცეები გადავიტანეთ, რაც მეცნიერულად შეუძლებელი“

06/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:
-„გიორგობის დღესასწაულს გილოცავთ!

გიორგობა, ეს ის დღესასწაულია, როცა სიკეთე ბოროტებაზე იმარჯვებს. ჩვენ ვართ წმინდა გიორგის ქვეყანა და ჩვენ გავიმარჯვებთ. მეც გიორგი ვარ, ყველა გიორგის და ქველა ქრისტიანს გილოცავთ გიორგობას!
მჯერა, წმინდა გიორგი იფარავს საქართველოს. ჩვენ ისეთი რაღაცეები გადავიტანეთ, რაც მეცნიერულად შეუძლებელი იყო. ღმერთი არსებობს. საქართველოში ისეთი რთული მდგომარეობაა, და მაინც გაგვაქვს თავი. საქართველოში მესამე ტალღა ჯერ კიდევ მარტში დაიწყო. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ის ჩვენი მფარველი ანგელოზები ცოტა უნდა დავასვენოთ და ეს დასვენება არის ჩვენს მიერ პირბადის გამოყენება. არ გავაკეთოთ ის, რაც მოხდა ნოემბერში.
ვიცხოვროთ გონივრულად. პასუხისმგებლობა არის ყველაზე. პირბადეზე უკეთესი წამალი არ არსებობს. გამოიყენეთ პირბადე ვაქცინაციის შემდეგაც! ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოში შარშანდელი ნოემბერი არ დაბრუნდეს. დავეხმაროთ წმინდა გიორგის, რომ ჩვენ დაგვეხმაროს.

გვწამდეს, გვჯეროდეს, ვიფიქროთ სიკეთეზე, სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ყველაფერი იქნება კარგად, ამის უნდა გჯეროდეთ. ნეგატიური ადამიანები მოიშორეთ. დააფასეთ და მოეფერეთ პოზიტიურ ადამიანებს. ეძებეთ და აკეთეთ ყოველთვის სიკეთე.

მიყვარხართ ძალიან!
ყველაფერი იქნება კარგად!
ჯანმრთელობას გისურვებთ!“


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები