სამშაბათი, მარტი 18, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგიsheniinterieri.ge მხატვარ ვანო აბულაძის გამოფენას ეწვია და გიზიარებთ წარუშლელ შთაბეჭდილებას

sheniinterieri.ge მხატვარ ვანო აბულაძის გამოფენას ეწვია და გიზიარებთ წარუშლელ შთაბეჭდილებას

ავტორი: ლიზი გრიგოლავა

Sheniinterieri.ge ესტუმრა მხატვარ ვანო აბულაძის გამოფენას, რომელიც 14 მარტს „პულმანში“ გაიმართა… გამოფენაზე თავად მხატვარს გავესაუბრეთ და გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს:

– ბატონო ვანო, მადლობას გიხდით მოწვევისთვის…   რამდენი ხანია, ხელოვნების სფეროში მოღვაწეობთ?

– ხელოვნების სფეროში 65 წელია, ვსაქმიანობ. რაც თავი მახსოს, ბავშვობიდან გამუდმებით ვხატავ, ხოლო, რაც არ მახსოვს, ჩემი მშობლები მახსენებენ, როგორ ვხატავდი ერთი -ორი წლის ასაკში.

რა გახდა თქვენი მთავარი მოტივაცია და შთაგონების წყარო, რომ დაგეწყოთ ხატვა?

– როგორ გითხრათ, ღმერთი ადამიანს რაღაც განსაკუთრებულით აჯილდოებს და ჩემს შემთხვევაში ეს ხატვის ნიჭი აღმოჩნდა. სკოლაში სწავლით დიდად არ გამოვირჩეოდი, ცუდი მოსწავლეც არ გახლდით, მაგრამ არც ბრწყინვალე ვყოფილვარ. უფრო ხელოვნებისაკენ მიმიწევდა გული. საქმეს როდესაც ხელს მოკიდებ, თუ ბოლომდე არ მიიყვანე, აზრი არ აქვს. ამიტომ მთელი ყურადღებით, მონდომებით, შრომითა და გარჯით გადავერთე მხატვრობაში.

სხვა პროფესიაზე არასოდეს გიფიქრიათ?

-კი, იყო ექმობა, მასწავლებლობა, ინჟინრობა, მაგრამ, საბოლოოდ, 16  წლის ასაკში უკვე გადავწყვიტე, რომ ამ პროფესიისთვის არ უნდა მეღალატა და ბოლომდე უნდა მებრძოლა. მე ახლაც ვიბრძვი, ჯერ კიდევ არ ვთვლი საკუთარ  თავს შემდგარ მხატვრად. რაც უფრო სიღრმეში შევდივარ ამ პროფესიაში, მით მეტად ვრწმუნდები იმაში, რომ ჯერ კიდევ შორს ვარ, თითქოს უფრო და უფრო ვშორდები

ამ გამოფენისთვის, რასაც თქვენ ხედავთ დღეს, ჩემი მაქსიმუმი გავიღე… თავი არ დავიზოგე და ამაზე მეტი ვერ შევძელი. იმედი მაქვს, მომავალში შევძლებ იმას, რაც აქ ვერ შევძელი.

ძირითადად რა თემატიკის ნამუშევრებს ქმნით და რომელია თქვენთვის გამორჩეული?

– 5 წლის წინ მქონდა გამოფენა, თემატიკით „ფერიცვალება“, 12 საღვთო დღესასწაული იყო წარმოდგენილი. 9-10 წლის წინ მქონდა კიდევ ორი გამოფენა,
„თეთრი ციებ-ცხელება“, რომელიც სრულიად სხვა ჟანრი იყო, ხოლო მეორე „თეთრი ორქიდეების ბულვარი“, რომელიც აჭარას მივუძღვენი. კიდევ არაერთი გამოფენა მქონია სტუდენტობიდან მოყოლებული…

რაც შეეხება იმას, თუ რომელს გამოვარჩევდი, ალბათ, დღევანდელი გამოფენა ჩემთვის საუკეთესოა. როდესაც ამ თემატიკაზე გადავწყვიტე მუშაობა, მეტი გამოცდილება მქონდა, უფრო დავხელოვნდი ამ პროფესიაში და რაც წინა გამოფენებზე ჩემს ნამუშევრებს ხორცივერ შევასხი”, ამ გამოფენაში შედარებით უფრო შევძელი ეს.

ისევ გეგმავთ მომავალში გამოფენის გამართვას?

-ალბათ, ახლო მომავალზე ფიქრი ჯერ ადრეა. ჯერ ამ ნამუშევრებს უნდა მივხედო, რაღაც უნდა განვიცადო, შევეფეთო ან შემომეფეთოს აქეთ, რომ რაღაც ახალი იდეა და შთაგონება გაჩნდეს.

რა არის დღევანდელი გამოფენის მთავარი სათქმელი?

ჩემი ნამუშევრებისთვის ყველაზე დიდი შთაგონების წყარო არის ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ოკუპირებულ ზოლში, ოკუპირებული ქვეყანა ქვია საქართველოს. მე ჩემს  ერთ-ერთ ნამუშევარში მგლისა და ადამიანის შედარება გავაკეთე „მგლები ოკუპირებულ ზოლში“, იქ არის წარმოდგენილი მგლების ქცევა კრიზისის დროს. თუ როგორ გადაადგილდებიან ფეხშეწყობილად, როგორ უფრთხილდებიან ერთმანეთს. ნამუშევარში სამი მოხუცი მგელი მიდის  წინ, რომლებმაც უნდა გადაიტანონ დარტყმა, შემდეგ მოდიან პატარები და ბოლოს მოჰყვება მგელი, რომელიც მათ გადაადგილებას აკონტროლებს. ამ ნამუშევრის მთავარი სათქმელი კი არის ის, რომ მგელს რამხელა სიბრძნე გააჩნია და ჩვენ, ადამიანებს არ გვიყვარს ერთმანეთი…

სხვათა შორის, ქართველებს „გურჯებს“ გვეძახიან, რაც მგელს ნიშნავს. ჩვენი დიდი წინაპრები, როგორც ჩანს, “მგლები” იყვნენ და მოგვიტანეს ეს ცხოვრება.

 

დაბოლოს, ბატონო ვანო, რას ურჩევდით ახალგაზრდებს?

-ახალგაზრდებს ვურჩევდი ძალიან ბევრ შრომას, სხვანაირად საქმე არ კეთდება. მე მგონია, რომ ჩვენ ვართ მოსული მხოლოდ შრომისთვის და არა სიამოვნებისთვის. ჩემთვის სიამოვნებაა ისიც, რომ ამდენი ადამიანი მოვიდა და დამაფასა, მაგრამ სიამოვნება თავისით მოვა, როდესაც საჭირო იქნება. შრომის გარეშე სიამოვნებაც არ არსებობს.

ასე დავასრულე ინტერვიუ ბატონ ვანოსთან… გამოფენაზე უამრავი ხალხი იყო, რომლებიც ნამდვილად აღფრთოვანებული და გაოცებული იყვნენ ბატონი ვანოს ასეთი ნიჭიერებითა და შემოქმედების განსაკუთრებულობით, განსხვავებული ტექნიკით, რაც კიდე უფრო შესანიშნავსა და უნიკალურს ხდიდა ნამუშევრებს.

 

პირადად მე, ნამდვილად, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი ამ გამოფენით, როგორ ზუსტად აღწერდა მხატვარი იმ მდგომარეობას მის ნამუშევრებში, რაც ჩვენმა პატარა ქვეყანამ გამოიარა. მადლობა!

მხატვარი ბექა მშვილდაძე გამოფენაზე…

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

17 March, 2025
მხედველობის დაბინდვა, თვალების ქავილი, ხველა და სუნთქვის გაძნელება – ამოუცნობი ქაფის შედეგად 100-ზე მეტი სერფერი დაავადდა

მხედველობის დაბინდვა, თვალების ქავილი, ხველა და სუნთქვის გაძნელება – ამოუცნობი ქაფის შედეგად 100-ზე მეტი სერფერი დაავადდა

მარტი 18, 2025
ჩემი ნამდვილი სახელი ია არ არის – მამამ სხვა სახელი დამარქვა… – ია ფარულავას ისტორია

ჩემი ნამდვილი სახელი ია არ არის – მამამ სხვა სახელი დამარქვა… – ია ფარულავას ისტორია

18 მარტი 2025
სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

მარტი 17, 2025
“ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ქარი” – ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

“ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ქარი” – ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

მარტი 18, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
აღმოაჩინე როჭოს ჩანჩქერი – ლაგოდეხის ბუნების საიდუმლო!

აღმოაჩინე როჭოს ჩანჩქერი – ლაგოდეხის ბუნების საიდუმლო!

მარტი 18, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა დროს გადავრგოთ ვაზი და როგორ მოვუაროთ ნერგებს

რა დროს გადავრგოთ ვაზი და როგორ მოვუაროთ ნერგებს

მარტი 18, 2025
კანის დატენიანება აუცილებელი არის თუ არა ორსულობაში? მითები სტრიებზე

კანის დატენიანება აუცილებელი არის თუ არა ორსულობაში? მითები სტრიებზე

მარტი 18, 2025
გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

17 მარტი 2025
საქართველო დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის ქვეყნებს შორისაა – როგორია დასვენების დღიური ხარჯი

საქართველო დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის ქვეყნებს შორისაა – როგორია დასვენების დღიური ხარჯი

მარტი 18, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები