შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი„ვაქცინაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია, თუნდაც ჩინური ვაქცინა“ – „სინოფარმის“ და „მოდერნას“ შესახებ...

„ვაქცინაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია, თუნდაც ჩინური ვაქცინა“ – „სინოფარმის“ და „მოდერნას“ შესახებ…

01/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:


„ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით მაქვს ჩემი მოსაზრება, აქვს თავისი პლუსები და მინუსები, 60 წლის ზევით შეიძლება გაუკეთოთ, მაგრამ 60 წლის ქვემოთ ბევრი კითხვის ნიშანია… თანაც, ყველა ვაქცინა ექსპერიმენტულია, არც ერთი ბოლომდე არ არის შესწავლილი, ამიტომ რაც უნდა ვილაპარაკოთ სარგებელსა თუ რისკზე, არავის აქვს უფლება დააძალოს ასეთი ვაქცინების გაკეთება. არც მე მინდა ვიყო ექსპერიმენტის ნაწილი…


თუმცა მოსახლეობას კარგად უნდა აუხსნან, რა სიკეთის მოტანა შეუძლია თუნდაც ასეთ ვაქცინებს, როცა სიკვდილიანობის შემცირება შეიძლება: არიან დაავადებული ადამიანები, რომლებიც კოვიდს ვერ გადაიტანენ, ამიტომ ასეთი ხალხისთვის ვაქცინაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია, თუნდაც ჩინური ვაქცინა იყოს, სიკვდილიანობას ცოტათი მაინც ხომ შეამცირებს. ვაქცინაციაში ეს არის ყველაზე მთავარი. ერთი სიტყვით, მოსახლეობას გასაგებად უნდა ავუხსნათ, რომ ეს ვაქცინები არის წამალი, რომელიც მოსახლეობას სიკვდილიანობის შემცირებაში დაეხმარება. ჩვენ შემთხვევაში ეს იქნება სიმართლე, თორემ ვაქცინაციის დარქმევა ამ პროცესზე, რაც ეხლა ხდება, ნამდვილად არასწორია. ვაქცინაციას საქართველოში სჭირდება არა მილიონი, არამედ 4 მილიონი „ფაიზერის“ ვაქცინა: სამჯერ უნდა გაუკეთდეს აცრა თითოეულ ადამიანს, პირველად ორჯერადად და მესამედ აუცილებლად 5 თვის შემდეგ“.



AstraZeneca-ს ვაქცინა – მოქმედების მექანიზმი და უკუჩვენებები, EMA-ს კვლევა

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AE%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%97-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A3-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C-1



თურქეთში კორონავირუსის სამი შტამია გავრცელებული, თურქეთში სრული ლოკდაუნი

თურქეთში რუსული ვაქცინა დაამტკიცეს


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო, Moderna-ს კომპანიის ვაქცინას საგანგებო შემთხვევებში გამოყენების უფლება მისცა. ამ ინფორმაციას ჯანმო ავრცელებს.

მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ავტორიზაცია Pfizer/BioNTech-ის, Johnson & Johnson-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს მიანიჭა.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ნიშნავს, რომ მან ვაქცინის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დაადასტურა.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების ნუსხაში შეფასებულია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ხარისხი, უსაფრთხოება და ეფექტურობა, რაც პლატფორმა COVAX-ში ჩართვისთვის აუცილებელი პირობაა. ეს ასევე ქვეყნებს საშუალებას აძლევს, დაჩქარდეს საკუთარი კანონმდებლობა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების იმპორტისა და დანერგვის შესახებ.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწე, მარიანჯელა სიმაო აცხადებს, – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი „სინოფარმის“ შესახებ მსჯელობენ. მომდევნო კვირაში ჯგუფი შეიკრიბება კიდევ ერთი ვაქცინის, „სინოვაკის“ შესაფასებლად.


„მომავალ კვირაში ჯგუფი იკრიბება „სინოვაკის“ შესაფასებლად. ძალიან მნიშვნელოვანია, – გლობალურ ბაზარზე ჩვენ გვქონდეს დამტკიცებული უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინები. გვაქვს ბევრი არასტაბილურობა ვაქცინების მომარაგებაში, მათ შორის ინდოეთში. ამიტომ გვჭირდება მეტი ვაქცინა ბაზარზე, ამ ვაქცინებს სჭირდებათ საგანგებო მოხმარებისთვის დამტკიცება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, რათა გამოიყენებოდნენ საერთაშორისო მიწოდებისთვის. მომავალი კვირის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება ამ სამი ვაქცინის საბოლოო შეფასება. ასევე მიმდინარეობს სხვა ვაქცინების შეფასებაც“, – განაცხადა მარიანჯელა სიმაომ.


Sputnik V არის ვირუსულ-ვექტორული ვაქცინა, რომელიც სხვადასხვა ვირუსის მოდიფიცირებულ ვერსიებს იყენებს როგორც იარაღს უჯრედში გენეტიკური მასალის მისატანად. Sputnik V განავითარეს ადენოვირუსების საშუალებით, რომლებიც ჩვეულებრივ იწვევს ხოლმე რესპირატორულ ინფექციებს. თუმცა მათთან ერთად სხვა (გრიპის და წითელას ვირუსები) ვირუსებსაც იყენებენ ვირუსულ-ვექტორულ თერაპიაში.

ვირუსი, რომელსაც ვექტორად, ანუ გადამტანად იყენებენ, იმგვარადაა შეცვლილი, რომ არ შეიცავს საფრთხეს, გამოიწვიოს დაავადება. მასში შეყვანილია დამატებითი გენი, რომელიც სამიზნე ვირუსისთვის უნიკალურია. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემთხვევაში ეს გენი შეიცავს ინსტრუქციას, როგორ შექმნას სპაიკის ცილა, რომელიც კორონავირუსის ზედაპირზე არსებობს.


როცა ადამიანს აცრიან, გადამტანი შედის უჯრედში და მას იყენებს სპაიკის პროტეინის წარმოსაქმნელად. მაშინვე, როგორც კი იმუნური სისტემა სპაიკის ცილას შენიშნავს, იწყებს ანტისხეულების წარმოებას და ააქტიურებს სხვა იმუნურ პროცესებს სხეულში. თუ სისტემას მომავალში კონტაქტი ექნა აქტუალურ ვირუსთან, მან იცის როგორ შეებრძოლოს მას.


თურქეთში კორონავირუსის სამი შტამი – ბრიტანული, სამხრეთაფრიკული და ბრაზილიური შტამები დაფიქსირდა.


თურქეთი ხვალიდან 17 მაისამდე სრულ ლოკდაუნზე გადადის. მუშაობას, მცირე გამონაკლისის გარდა, ყველა დაწესებულება შეაჩერებს.

ამ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, -„ჩვენ მკვეთრად უნდა შევამციროთ შემთხვევების რაოდენობა, ის 5 ათასზე ნაკლები უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, მძიმე შედეგს მივიღებთ ყველა სფეროში – ტურიზმით დაწყებული, ვაჭრობითა და განათლებით დამთავრებული“.


ქვეყნის მასშტაბით, საქალაქთაშორისო გადაადგილება სპეციალურ ნებართვას დაევემდებარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი 50%-ით შეამცირებს დატვირთვას.

სწავლა შეწყდება სკოლებისა და ბაღების შენობებში, გამოცდები გადაიდება.


თურქეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 4 788 700 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 000 ადამიანი.


თურქეთში ”ჩინური წარმოების სინოვაკით“ მიმდინარეობს ვაქცინაცია.

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარე წლის 14 იანვარს დაიწყო .


თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის Sputnik V-ს გამოყენება დაამტკიცა. ამ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ კოჯა Twitter -ის გვერდზე ადასტურებს.

თურქეთში იმუნიზაცია ორი ვაქცინით მიმდინარეობს.


ბოლო პერიოდში ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დღიური მაჩვენებელი ძალიან გაიზარდა. ყოველ 24 საათში საშუალოდ 40-50 ათასი ადამიანი ინფიცირდება.

ანკარამ 29 აპრილიდან 17 მაისამდე სრულმასშტაბიანი ჩაკეტვა გამოაცხადა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ყველაფერი დაიკეტება, მუშაობას მხოლოდ გადაუდებელი საჭიროებისა და აუცილებლობის სამსახურები გააგრძელებენ.

თურქეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 4 788 700 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 000 ადამიანი.



Moderna-ს ვაქცინა – მოქმედების მექანიზმი და უკუჩვენებები

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/moderna-%E1%83%A1-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98


ვაქცინა Sinopharm – მოქმედების მექანიზმი, როგორ შეიქმნა ეს ვაქცინა

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90-sinopharm-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90



პეკინი (AP)- ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობა დაბალია. ჩინურ ვაქცინებს „დაცვის მაღალი მაჩვენებელი არ აქვს“


ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze






მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები