პარასკევი, ნოემბერი 14, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიერთი სუპერმარკეტი თბილისში, წლიურად, 2 მილიონ ლარს გამოიმუშავებს, რეგიონში - 1.6 მილიონ...

ერთი სუპერმარკეტი თბილისში, წლიურად, 2 მილიონ ლარს გამოიმუშავებს, რეგიონში – 1.6 მილიონ ლარს – Galt & Taggart

ერთი სუპერმარკეტი თბილისში, წლიურად, 2 მილიონ ლარს გამოიმუშავებს, რეგიონში – 1.6 მილიონ ლარს – ამის შესახებ Galt & Taggart-ის FMCG მომოხილვაში წერია.

Galt & Taggart-ის თანახმად, საქართველოში სულ 4,192 ბრენდული მაღაზია/სუპერმარკეტი ოპერირებს, საიდანაც თბილისში 2,055 არის განთავსებული, რეგიონებში კი 2,137. ამასთან, მიმოხილვის მიხედვით, სექტორში ზრდა ძირითადად რეგიონებში ექსპანსიას უკავშირდება, რადგანაც ბოლო 1 წელში თბილისს სულ 9 ობიექტი შეემატა, რეგიონებს კი 137.

თბილისის ბაზარზე ბრენდული სუპერმარკეტების მაღალი კონკურენციის მიუხედავად, საშუალო შემოსავალი უფრო მაღალი კვლავ თბილისის ბაზარზეა, სადაც ერთი მაღაზია წლიურად საშუალოდ 2 მილიონ ლარს გამოიმუშავებს, რეგიონში კი ეს მაჩვენებელი 1.6 მილიონი ლარია.

კომპანიებს შორის საბაზრო წილით პირველ ადგილს “დეილი ჯგუფი” იკავებს, რომლის ბრენდებიც მოიცავს “დეილის”, “სპარს”, “კალათას”, “მაგნიტს”, “გვირილას” და “იოლს”. აღნიშნული ჯგუფი გასულ წელს შემდგარი გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა. აღნიშნული ჯგუფის შემოსავალი ბაზრის ორგანიზებული სეგმენტის 29.1%-ს შეადგენს.

მეორე პოზიციას 18.1%-ით “ორი ნაბიჯი” იკავებს, ხოლო მესამე პოზიციაზე კი “ნიკორაა”16.3%-ით.

საინვესტიციო ბანკმა Galt & Taggart-მა 2025 წლის 9 თვის მდგომარეობით სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო საქონლის (FMCG) ბაზრის მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, ეს ბაზარი წლიურად 10%-ით გაიზარდა და 17.9 მილიარდ ლარს მიაღწია. აქედან, ბრენდული ქსელების შემოსავალი 7.5 მილიარდ ლარს შეადგენს (ბაზრის 41.8%), რაც 11.6%-იან წლიურ ზრდას ნიშნავს.

წყარო


მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

 

READ  ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის გამო, 17 მაისს, თბილისში, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები