ოთხშაბათი, ნოემბერი 12, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისში, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს შენობა ₾40.6 მილიონად იყიდება - კვადრატული $892 ღირს

თბილისში, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს შენობა ₾40.6 მილიონად იყიდება – კვადრატული $892 ღირს

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა თბილისში, ჩიქოვანის ქუჩა N14-ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებს, სადაც წლების განმავლობაში ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო ფუნქციონირებდა.

საპრივატიზებო ობიექტი მოიცავს 16 837 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს და 18 შენობა-ნაგებობას, მათ შორის ნანგრევებად ქცეულ ნაწილსაც. საწყისი ფასი 40,676,000 ლარია, შესაბამისად ერთ კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს მთავრობა 2416 ლარად ყიდის, რაც 892 დოლარის ტოლია.

ქონება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია განთავსებული, რაც ნიშნავს, რომ მომავალ მფლობელს მოუწევს შესაბამისი ნორმების დაცვა.

აუქციონი 19 ნოემბერს დასრულდება. გამარჯვებულმა მონაწილემ უნდა გადაიხადოს თანხა ერთთვიან ვადაში და ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი წლის განმავლობაში უზრუნველყოს, რომ ამ ტერიტორიით უსასყიდლოდ სარგებლობის შესაძლებლობა ექნება შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოს“.

ამასთან, მიმდინარე წლის აპრილში ჯანდაცვის სამინისტრომ ამ საავადმყოფოს რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გადატანის მიზნით 40 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა.

შესყიდვის მიხედვით, ტექნიკური დავალების მიზანს წარმოადგენს, ვაჟა ფშაველას N29-ში მდებარე შენობის სრული სარემონტო/სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო/სადემონტაჟო/დაშენების სამუშაოები, რომელიც შემდგომში გამოყენებულ უნდა იქნეს როგორც ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო.

თუმცა, 2025 წლის 4 ივნისს სამინისტრომ ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

READ  თბილისში 60+ ასაკის 3 500-მდე პირს საცურაო აუზებითა და ფიტნეს დარბაზებით სარგებლობა უფასოდ შეეძლება — თბილისის მერია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები