2025 წლის სექტემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინის ქირა თვიურად 1.1%-ით გაიზარდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი – შემცირდა.
როგორც Galt & Taggart-ის სექტორული მიმოხილვის ანგარიშშია მოცემული, სექტემბერში საშუალო ზომის (50-60 მ²) ბინის ქირის ფასმა კვადრატულზე $9.7 შეადგინა, ქირის ამონაგები კი 8.6%-ზე დარჩა.
2024 წლის სექტემბერში, ანალოგიური მაჩვენებელი $9.9 იყო, 2023 წლის იმავე თვეში კი – $11.2.
ბინის ქირის საშუალო ფასი ყველაზე მაღალი ვაკის რაიონშია, სადაც მ²-ზე ღირებულება $15-ს აღწევს და თითქმის იდენტურია 2024 წლის სექტემბრის მაჩვენებელთან. ბინის ქირა ყველაზე მკვეთრად მთაწმინდის რაიონში გაიაფდა და მ²-ზე $12.7 შეადგინა. ვაშლიჯვარში კი – $8.8-მდე გაძვირდა.

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია




