უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში „დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდი მინსკის „დინამოს“ ეთამაშება – ორივე მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.
პირველი შეხვედრა, რომელშიც მასპინძელი ბელორუსული გუნდი იქნება, 5 დეკემბერს 16:00 საათზე დაიწყება და მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
საპასუხო მატჩი კი 10 დეკემბერსა 18:00 საათზე დაიწყება.
მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში გამარჯვებული გუნდი, უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის ძირითად ბადეში გავა და გაზაფხულიდან პლეი ოფში ითამაშებს.
მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია




