11:51 💵 USD 2.62 💶 EUR 3.02 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა საქართველოში · თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება — ახალი მეგაპროექტი · თბილისი დღეს — 17 აგვისტო · თბილისი დღეს — 16 აგვისტო · თბილისი დღეს — 15 აგვისტო · Living & Jagannath cafe Tblisi – Vegan cafe თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები ·
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

არწრუნის ქარვასლა – თბილისის ისტორია

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

მეცხრამეტე საუკუნის თბილისის ქარვასლებს შორის განსაკუთრებული ადგილი ეკავა არწრუნის ქარვასლას. ეს შენობა სიონის ქუჩასა და სანაპიროს შორის იყო მოქცეული და სახელწოდება მფლობელის სახელიდან მიიღო.

ქარვასლა 1818 წელს გეურქ აღა-არწრუნის მიერ აშენდა. ეს იყო სამსართულიანი შენობა, რომლის ზედა სართულზე 33 საცხოვრებელი ოთახი იყო განთავსებული, მეორე სართულზე — 25 სავაჭრო მცირე ობიექტი და მაღაზიები, სადაც შესაძლებელი იყო საქონლის შეძენა საბითუმო ფასებში. ქარვასლის პირველ სართულზე სათავსოები და საწყობები იყო: ერთი — დიდი ფართობის და 24 — მცირე ზომის. პირველ სართულზე ასევე, გახსნილი იყო 11 ოთახი, სადაც მუშაობდნენ მეწაღეები და მკერავები. ქარვასლის შიდა ეზოში აუზიც ფუნქციონირებდა.

1855 წელს ქარვასლაში ხანძარი გაჩნდა და ნაგებობა მნიშვნელოვნად დააზიანა, თუმცა, ამის შემდეგ შენობა მალევე გადააკეთეს. არწრუნის ქარვასლამ თავდაპირველი ფუნქცია 1920-იან წლებამდე შეინარჩუნა.

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *