2024 წლის ნოემბერში, თბილისში 3,739 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 11%-იანი ზრდაა. მონაცემები Colliers Georgia-ს მიერ ჩატარებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ანალიზის მიხედვითაა წარმოდგენილი.
როგორც ბაზრის მიმოხილვაში ვკითხულობთ, მიმდინარე წლის ნოემბერში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 264 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 20%-ით მეტია გასული წლის ნოემბერთან შედარებით. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მიუხედავად ეკონომიკური გამოწვევებისა, უძრავი ქონების ბაზარი თბილისის ტერიტორიაზე კვლავ დინამიკურად ვითარდება.
მიუხედავად იმისა, რომ ძველი ბინების ფასები გარეუბნებში მხოლოდ 5%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში მათი ღირებულება გაცილებით უფრო მაღალი იყო. კერძოდ, ცენტრში ფასების ზრდამ 17%-ს, ხოლო ფართო ცენტრში 18%-ს მიაღწია.
რაც შეეხება ახალ აშენებულ ბინებს, მათი გაყიდვები ასევე იზრდება. ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა 17%-ით გაიზარდა, რაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია. თუმცა, ძველ პროექტებში, შედარებით, გაყიდვების ტემპი შემცირდა, კერძოდ 2023 წლის ნოემბერთან შედარებით 7%-იანი კლება დაფიქსირდა.
რაც შეეხება ახალაშენებული ბინების ფასს, გარეუბნებში მათი ღირებულება 10%-ით გაიზარდა, ხოლო ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 5-6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ნოემბრის თვის მონაცემები კვლავ ადასტურებს, რომ თბილისში უძრავი ქონების ბაზარი აქტიურად ვითარდება, როგორც ძველი, ისე ახალი ბინების გაყიდვები იზრდება.
#drpkhakadze #davidiani #shenitbilisi
მასალის გამოყენების პირობები