12:01 💵 USD 2.62 💶 EUR 3.02 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა საქართველოში · თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება — ახალი მეგაპროექტი · თბილისი დღეს — 17 აგვისტო · თბილისი დღეს — 16 აგვისტო · თბილისი დღეს — 15 აგვისტო · Living & Jagannath cafe Tblisi – Vegan cafe თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები ·
თბილისის შემოვლითი გზის ავჭალა-წიწამურის მონაკვეთი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის კრიტიკის ობიექტი გახდა. პროექტში აღმოჩნდა სერიოზული ხარვეზები.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი გზის, ავჭალა-წიწამურის მონაკვეთის პროექტი დაახარვეზა

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მეორე ლოტის პროექტი დაახარვეზა, რომელიც ავჭალიდან-წიწამურამდე 6.5 კილომეტრიანი ოთხზოლიანი გზის გაყვანას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორი პარალელური 3.4 კილომეტრიანი გვირაბების მშენებლობაც, თუმცა როგორც დეპარტამენტი აღნიშნავს, წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ არის აღნიშნული ის მისამართი, სადაც გვირაბებიდან გამოსული ქანების დაგროვება უნდა მოხდეს. გარდა ამისა, დოკუმენტებში არსებობს უზუსტობები გვირაბების სიგრძის შესახებ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი გზის ავჭალა-წიწამურის მონაკვეთზე დეტალური ნახაზები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს 2024 წლის 30 დეკემბერს წარუდგინა. თუმცა, დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელიც სამუშაოებისთვის უნდა იქნას გამოყენებული, არსად იძებნება.

გზის პროექტის მიხედვით, 50 კილომეტრიანი გზა, რომელიც მცხეთის და ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება, გვირაბით გაივლის ავჭალას, გლდანისა და თბილისის ზღვის მიმართულებით, შემოივლის ლილოს დასახლებას და რუსთავისკენ მიემართება. ამ გზის მეორე ლოტი ავჭალა-წიწამურის მონაკვეთია.

“ნატახტარი-ჟინვალის (ლოტი 1), ნატახტარი (წიწამური)-ავჭალას (ლოტი 2), ავჭალა-აეროპორტის (ლოტი 3) და აეროპორტი-ლოჭინის უბნის (ლოტი 4) გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკოპინგის ეტაპი დასრულებულია. ლოჭინი-რუსთავის (ლოტი 5) მონაკვეთის პროექტზე მიღებულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტლება,”- ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საპროექტო გზის ძირითადი ტექნიკური პარამეტრები:

  • გზის სიგრძე – 6.5 კმ;
  • საპროექტო სიჩქარე – 120 კმ/სთ;
  • სავალი ზოლების რაოდენობა – 4 ზოლი;
  • თითოეული სავალი ზოლის სიგანე – 3.75 მეტრი;
  • 2-ზოლიანი პარალელური გვირაბები – პირველი გვირაბი 3372 მეტრის სიგრძის, მეორე გვირაბი 3365 მეტრის სიგრძის.

თბილისის შემოვლითი გზის პროექტირების სამუშაოები 2017 წლიდან მიმდინარეობს და მასზე იტალიური საინჟინრო კომპანიები Anas International Enterprise და IRD Engineering მუშაობენ. ახალმა მაგისტრალმა თბილისს გვერდი უნდა აუროს და გაივლის იმ ტერიტორიებზე, სადაც ადრე თბილისის შემოვლით რკინიგზას უნდა გაევლო. ამჟამად, ამ გზის მშენებლობა დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის მიერ. პროექტს არ ახორციელებს თბილისის მერია, არამედ ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

ახალი მაგისტრალის გვირაბის შესასვლელის საპროექტო სქემა:

თბილისის

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიღებულ შენიშვნებზე რეაგირებისთვის ტექნიკური დოკუმენტაცია ორი თვის ვადაში უნდა განაახლოს.

 

შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად

კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *