სამშაბათი, ივლისი 15, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისის უბნები, სადაც 1 დეკემბრიდან ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო იქნება

თბილისის უბნები, სადაც 1 დეკემბრიდან ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო იქნება

1 დეკემბრიდან, თბილისში ზამთრის პირობებში უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, რიგ გზებზე სავალდებულო ხდება ზამთრის საბურავების გამოყენება. ეს წესი მოიცავს რამდენიმე საგზაო მონაკვეთსაც:

  • ზაჰესი-რუსთავის (1-49 კმ)
  • თბილისი (გლდანი)-თიანეთის (1-60 კმ)
  • თბილისი (პანტიანი)-მანგლისის (1-32 კმ)
  • წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთი (1400 მ)

საბურავი უნდა იყოს სტანდარტული, ფიფქის სიმბოლო გამოყვანილი, ხოლო პროტექტორის სიღრმე მინიმუმ 3 მმ მსუბუქი ავტომობილებისთვის და 4 მმ მიკროავტობუსებისთვის. ასევე, საბურავი არ უნდა იყოს 10 წელზე ძველი.

თუ მოძრაობა სავალდებულო მოთხოვნებთან შეუთავსებელია, პოლიციამ შეიძლება აუკრძალოს აღნიშნულ მონაკვეთზე შესვლა, დაადგინოს 100 ლარის ჯარიმა და მართვის მოწმობას 5 ქულით აკლდეს.

ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის არასწორი გამოყენება საფრთხეს ქმნის და შეიძლება ავტომობილის ჩამორთმევაც გამოიწვიოს.

 

#drpkhakadze #davidiani #shenitbilisi

READ  თბილისის ქუჩებში წყალი რამდენიმე საათით შეწყდება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები