12:26 💵 USD 2.62 💶 EUR 3.02 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა საქართველოში · 2000-მდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის ჯარიმები ჩამოეწერება · თბილისი დღეს — 17 აგვისტო · თბილისი დღეს — 16 აგვისტო · თბილისი დღეს — 15 აგვისტო · Living & Jagannath cafe Tblisi – Vegan cafe თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები ·
თბილისის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონოდ მყოფი მამაკაცი გადაარჩინა — შენი ბათუმი

თბილისის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონოდ მყოფი მამაკაცი გადაარჩინა

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
🩺 სამედიცინო ზედამხედველობა: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG)

თბილისის პირველი რაიონული სამსახურის 0139 ბრიგადამ ქუჩის გამოძახება ლოზუნგით -„უგონო“ მიიღო.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ქუჩაში შუახნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ.

ადგილზე მყოფების გადმოცემით, მამაკაცი ქუჩაში გადაადგილდებოდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და დაეცა. პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა.

ბრიგადის წევრებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების გატარება. მონიტორზე დაფიქსირდა სკოლისგარეშე ელექტრული აქტივობა. უწყვეტად ტარდებოდა გულ- ფილტვის რეანიმაცია, რის შედეგადაც წამოვიდა პულსი. ექიმმა დაუყოვნებლივ დაიწყო ჰოსპიტალიზაციის პროცესი. გზაში მამაკაცის გული ისევ გაჩერდა, მონიტორზე დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია, სამედიცინო ბრიგადის წევრებს დასჭირდათ ელექტროშოკის და ადრენალინის გამოყენება. ფორს-მაჟორულ სიტუაციაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტი სტაბილური სასიცოცხლო პარამეტრებით უახლოეს კლინიკაში შეიყვანა.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამჟამად პაციენტი თავს კარგად გრძნობს და კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.

გვეამაყება: ექიმი ნინო ქუფარაშვილი, უმცროსი ექიმი მანანა მაღრაძე და

მძღოლი არჩილ კვეზერელი

აღნიშნულ  ინფორმაციას სოციალურ ქსელში Facebook გვერდი შენი სიცოცხლის გადასარჩენად აქვეყნებს.

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

 

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *