საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ17-კმ24 მონაკვეთზე (ზაჰესი-წიწამური) დაიწყება გარე განათების ახალი სისტემის მოწყობა. აღნიშნული მონაკვეთი საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხაში შედის, ხოლო გარე განათების ქსელი, რომელიც 2008 წელს მოეწყო, დღეს აღარ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება არსებული გარე განათების ქსელის დემონტაჟი, მათ შორის საყრდენი ბოძები, სანათები, ელექტრო სადენები და დანარჩენი კომპონენტები, და მათი ჩანაცვლება თანამედროვე ლედ სანათებით და ახალი საყრდენი ბოძებით. ასევე, პროექტი მოიცავს განათების ავტომატური დისტანციური მართვის სისტემით აღჭურვილი ელექტრო გამანაწილებელი კარადების და ძალოვანი სატრანსფორმატორო ქვესადგურის მოწყობას.
პროექტი ხელს შეუწყობს საავტომობილო გზის უსაფრთხოებისა და კომფორტის გაუმჯობესებას. ახალი განათების სისტემა გააუმჯობესებს ღამის პირობებში გზის მძღოლებისთვის გარემო-პირობების აღქმას, რაც ხელს შეუწყობს მოძრაობის უსაფრთხოებას და ეფექტურობას.
სამუშაოები 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელდება საავტომობილო გზის ნაწილობრივი შეზღუდვა და გარე განათების ქსელის შეზღუდული პერიოდით გათიშვა.
შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად
კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები