საილუსტრაციო ფოტო

თბილისში კურიერებმა „ვოლტისა“ და „გლოვოს“ წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურს საჩივრით მიმართეს – რა პრეტენზიები აქვთ დასაქმებულებს

ანასტასია მჭედლიშვილი
ანასტასია მჭედლიშვილი
ჟურნალისტი — კულტურა და ღონისძიებები. აშუქებს თბილისის კულტურულ ცხოვრებას, ხელოვნებას და საქალაქო ღონისძიებებს.

თბილისში მოქმედი საკურიერო სერვისების – „ვოლტისა“ და „გლოვოს“ – წინააღმდეგ კურიერების ნაწილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ოფიციალურად მიმართა. მათ მოთხოვნა უკავშირდება კომპანიის შიდა საქმიანობის ფინანსურ გადამოწმებასა და უცხოელი თანამშრომლების ლეგალურ სტატუსს.

კურიერები უწყებას სთხოვენ:

  • შევიდეს „ვოლტისა“ და „გლოვოს“ ოფისებში და შეამოწმოს მათი ფინანსური საქმიანობა;
  • გამოავლინოს სავარაუდო ფინანსური დარღვევები, კერძოდ – კურიერთათვის კუთვნილი ანაზღაურების გადაუხდელობის შემთხვევები;
  • გაამკაცროს რეგულაციები უცხოელი კურიერებისთვის, რომელთა ნაწილს შესაძლოა საქართველოში მუშაობის ლეგალური უფლება არ გააჩნდეს;
  • გადახედოს სატარიფო პოლიტიკასა და სერვისში არსებულ უთანასწორო მიდგომებს, რაც, როგორც კურიერები აცხადებენ, მათ ზიანს აყენებს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ყოველ ხუთშაბათს გეგმავენ გაფიცვას, რათა თავიანთი მოთხოვნები ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი.

დღესვე, სარჩელის გადაცემის შემდეგ, კურიერებმა თბილისის ცენტრალურ ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა გამართეს.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

მათი მიზანია, სახელმწიფო უწყებები აქტიურად ჩაერთონ პროცესში და მოახდინონ რეგულაციებისა და შრომითი პირობების სიღრმისეული შეფასება, რაც, მათი მტკიცებით, ხელს შეუწყობს სამართლიან სამუშაო გარემოს შექმნას.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — კულტურა და ღონისძიებები. აშუქებს თბილისის კულტურულ ცხოვრებას, ხელოვნებას და საქალაქო ღონისძიებებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *